png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

კახა კახიშვილმა სომხეთის იუსტიციის მინისტრს საქართველოს სასჯელაღსრულების სფეროში გატარებული რეფორმები გააცნო

  • საზოგადოება
  • 30.06.2016
  • 18:26
კახა კახიშვილმა სომხეთის იუსტიციის მინისტრს  საქართველოს სასჯელაღსრულების სფეროში გატარებული რეფორმები გააცნო

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, სომხეთში ვიზიტის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრს არპინე ოვანისიანს შეხვდა. 

შეხვედრაზე მხარეებმა უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. კახა კახიშვილმა სომხეთის იუსტიციის მინისტრს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში გატარებული რეფორმები გააცნო, მათ შორის ყურადღება გამახვილდა მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით გადანაწილებაზე, პენიტენციური დაწესებულებების მართვის თანამდროვე მოდელების დანერგვასა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე. საუბარი შეეხო მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით არსებულ პროგრამებს, ასევე, პატიმრობის ალტერნატიული სასჯელების განვითარების მნიშვნელობას.

მხარეები სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, თანამშრომლების ურთიერთგაცვლისა და ერთობლივი სასწავლო პროგრამების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს დელეგაცია, კახა კახიშვილის ხელმძღვანელობით, სომხეთის იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელს არტურ ოსიკიანს შეხვდა, რომელიც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროს რეფორმებს გაეცნო. სომხეთში  პენიტენციური დაწესებულებების მართვაზე პასუხისმგებელი ორგანო პენიტენციური დეპარტამენტია, რომელიც იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. პრობაციის სფერო კი, ალტერნატიული სასჯელების აღსრულების სამმართველოს სახით, პენიტენციური დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის.  როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ახლო მომავალში დაგეგმილია პრობაციის სისტემის ცალკე დეპარტამენტად შექმნა. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სომხეთის მხარეს ამ პროცესში ქართული გამოცდილების გაზიარება შესთავაზა და მხარდაჭერა აღუთქვა. გარდა ამისა, მათი დაინტერსება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის სტრუქტურამ და მუშაობამ გამოიწვია, ვინაიდან სომხეთში პენიტენციური ჯანდაცვის პერსონალი უშუალოდ პენიტენციურ დეპარტამენტს ექვემდებარება. სომხეთის მხარე ასევე,  საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის მუშაობის სპეციფიკით და ამ კუთხით გამოცდილების გაზიარებით დაინტერესდა.

საქართველოს პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში არსებული ვითარების ადგილზე შესწავლისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, კახა კახიშვილმა სომხეთის იუსტიციის მინისტრი და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი თბილისში მოიწვია.

კახა კახიშვილი სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღესვე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ჰოვიკ აბრაჰამიანს შეხვდება. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაშია პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად მიხანაშვილი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge