png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ხელისუფლებამ, არჩევნებისთვის მზადების ნაცვლად, საარჩევნო ხმების გაყალბებისთვის მზადება დაიწყო - ირაკლი აბესაძე

  • პოლიტიკა
  • 01.07.2016
  • 13:09
ხელისუფლებამ, არჩევნებისთვის მზადების ნაცვლად, საარჩევნო ხმების გაყალბებისთვის მზადება დაიწყო - ირაკლი აბესაძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ ირაკლი აბესაძის განცხადებით, ხელისუფლებამ, არჩევნებისთვის მზადების ნაცვლად, საარჩევნო ხმების მანიპულირებისთვის და არჩევნების გაყალბებისთვის მზადება დაიწყო.

„ხელისუფლებამ საარჩევნო ხმების მანიპულირებისა და არჩევნების გაყალბებისთვის მზადება დაიწყო. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 23 ივნისს გამოსცა ბრძანება, რომელმაც გაამარტივა იმ ადამიანებისთვის მოქალაქეობის დადგენა და საარჩევნო სიებში ჩასმის საკითხი, რომლებთაც აქამდე პირადობის მოწმობა ან პასპორტი არ მიუღიათ. კერძოდ, მოქმედი წესის შესაბამისად, ადმაიანს, რომელმაც 91 წლამდე ან შემდგომ დატოვა საქართველოს ტერიტორია, განცხადებით უნდა მიემართა საქართველოს ხელისუფლებისთვის წარედგინა დოკუმენტაცია, რომლითაც ადასტურებდა საქართველოს მოქალაქეობის დადგენისთვის აუცილბელენ ფაქტობრივ გარემოებებს და შედმეგომ მიცემოდა მას პირადობის დოკუმენტი. ახლა კი, თვითმმართველობის ორგნოებს უფლება მიენიჭათ მოქალაქის განცხადების გარეშე თავად იუსტიციის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე ყოველგვარი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე და თავად გამგეობის რწმუნებულის მიერ მოტანილი ინფორმაციის სფუძველზე გასცენ პირადობის მოწმობები.

მოქმედი საარჩევნო კოდექსით ასეთი ადამიანების სიაში ჩამატება შესაძლებელია არაუგვიანეს არჩევნებამდე 11 დღისა, ანუ შესაძლებელია ჩვენ ათასობით ახალი ამომრჩეველი მივიღოთ, ისე რომ საარჩევნო სუბიექტებს ცოტა დრო ექნებათ პროცესის ობიექტურობის გადასამოწმებლად. „- განაცხადა აბესაძემ.

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატ თინა ბოკუჩავას თქმით კი, თეა წულუკიანის ეს ბრძანება ახალი ამომრჩევლის შემქნას ემსახურება, რადგან ივანიშვილის მთავრობა მიხვდა არსებული ამომრჩევლით არჩევნები წაგებული აქვს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge