png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

გიორგი კვირიკაშვილი: სომეხმა კოლეგებმა გააცნობიერეს, რომ რუსეთის მხრიდან იყო არაადეკვატური პასუხი

  • პოლიტიკა
  • 01.07.2016
  • 16:46
გიორგი კვირიკაშვილი: სომეხმა კოლეგებმა გააცნობიერეს, რომ რუსეთის მხრიდან იყო არაადეკვატური პასუხი

სრულიად გაუგებარია ის ისტერიკა, რომელიც შეიქმნა სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადების შემდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადების კომენტირებისას, რომ ერევანი საქართეელოსა და რუსეთთან სამხრეთ ოსეთის გავლით გზის გახსნაზე მოლაპარაკებებს მართავს. 

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, დევდორაკის მეწყერის ჩამოწოლოს შედეგად, გზა არის განადგურებული. მის აღდგენას დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება.

„ამ დროს ყველაზე დიდი პრობლემა ექმნებათ უპირველეს ყოვლისა საქართველოს ექსპორტიორებს რუსეთის ბაზარზე  ხილის გატანის კუთხით. ასევე პრობლემა შეექმნათ სომხეთის წარმომადგენლებს, ბიზნესმენებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის სრულად განხორციელებისთვის აუცილებელია, რომ ჩვენ ვიყოთ საიმედო პარტნიორი. მქონდა საუბარი სომხეთის პრემიერ-მინისტრთან და მათი წინადადება იყო, რომ ისინი თვითონ დაელაპარაკებიან რუსეთის ფედერაციას, რათა დროებით, მაქსიმალურად უმტკივნეულო რეჟიმში, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მოხდეს ტვირთების გატარება. ისე რომ, არ მოხდეს არანაირი შეხება სტატუსზე და მოგეხსენებათ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი ითვალისწინებს ფორსმაჟორულ სიტუაციებს. ამ რეჟიმში გვინდოდა ტვირთების გატარება ისე, რომ არ მიგვეყენებინა დიდი ზარალი ჩვენი ბიზნესმენებისთვის და ასევე სხვებისთვის, ვისაც სურდათ საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთის გატარება”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, სომეხმა კოლეგებმა გააცნობიერეს, რომ რუსეთის მხრიდან იყო არაადეკვატური პასუხი, რაც უკვე პირდაპირ იყო დაკავშირებული მათ მიერ აღიარებული ტერიტორიის სტატუსთან.

“ამიტომ ჩვენ უარი ვთქვით ამ გზის გამოყენებაზე, ვინაიდან ჩვენი წინადადება იყო, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი არსებული კანონის ფარგლებში მომხდარიყო ფორსმაჟორული გახსნა ამ არხის. ამიტომ ამის შემდეგ ჩვენ ბორანის გზა ავირჩიეთ და შავი ზღვის მეშვეობით გადის დღესდღეობით ეს ტვირთი რუსეთის მიმართულებით. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც 2012 წლამდე იყო მიღებული, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს განსაკუთრებულ შემთხვევაში ამ არხის გამოყენებას. უნდა ვთქვა, სამწუხაროდ ვერ მოხერხდა, რადგან ეს მნიშვნელოვნად გაადვილებდა გზის აღდგენამდე ტვირთის გატანას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge