primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
11 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

გიორგი მარგველაშვილი:ქვეყნის წინაშე არსებული სირთულეების მოგვარებას სამხედრო გზით არ შევეცდებით

  • პოლიტიკა
  • 01.07.2016
  • 16:58
გიორგი მარგველაშვილი:ქვეყნის წინაშე არსებული სირთულეების მოგვარებას სამხედრო გზით არ შევეცდებით

საქართველოს პრეზიდენტი თბილისში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა და ეუთოს 57 წევრი ქვეყნის 600-ზე მეტ სტუმარს მიმართა.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ  საქართველო მის წინაშე არსებული სირთულეების მოგვარებას სამხედრო გზით არ შეეცდება.

გიორგი მარგველაშვილმა ყველა მხარეს სიტუაციის დარეგულირების პროცესში ჩართვისაკენ მოუწოდა.

„მნიშვნელოვანია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესია თბილისში, საქართველოში ტარდება, ქვეყანაში, რომელმაც 25 წლის წინ გააკეთა უმნიშვნელოვანესი ისტორიული არჩევანი და მტკიცედ, მთელი მსოფლიოს გასაგონად გააჟღერა ქართველი ერის ნება - ააშენოს თანამდეროვე, დემოკრატიული, ადამიანის უფლებებზე დამყარებული ევროპული ტიპის სახელმწიფო.

ადამიანის უფლებების დაცვა, თანამშრომლობისა და მოლაპარაკებების გზით სვლა - ეს ის ღირებულებებია, რომელმაც 4 ათეული წლის წინ გააერთიანა კაცობრიობა და ამ გაერთიანების შედეგად მოგვცა ჰელსინგის პროცესი, პროცესი, რომელიც ემსახურა ევროპას და მსოფლიოს იმისთვის, რომ რთული და კონფლიქტური სიტუაციები განტვირთულიყო მოლაპარაკებების, ერთმანეთთან შეთანხმების მიღწევის გზით.

ამ მხრივ საქართველო ეუთოს პროცესის აქტიური მონაწილეა და ჩვენ აქტიურად გვჯერა, რომ ნებისმიერი ტიპის პრობლემები და  დაძაბულობა შესაძლებელია მოიხსნას ინტენსიური დიალოგით. იმ საჭიროებებზე და ღირებულებებზე მსჯელობით, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს გააჩნიათ.

საქართველომ მტკიცედ განაცხადა და ამას კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არცერთ შემთხვევაში, იმ სირთულეების მოგვარებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს სამხედრო გზით არ შევეცდებით.

მე მოვუწოდებ ყველა მხარეს, რომ ასევე მტკიცედ ჩაერთოს მოლაპარაკებების და სიტუაციის დარეგულირების პროცესში.

უსაფრთხოება დღეს ჩემი ქვეყნის და რეგიონის მთავარი საზრუნავია.

სამწუხაროდ, დღეს ევროპაში და მათ შორის საქართველოში არ არის ბოლომდე დაცული ის პრინციპები, ის სულისკვეთება, რომელიც ჩვენ ყველას, ეუთოს წევრებს გაგვაერთიანებს.

ჩემი ქვეყანა ოკუპირებულია და ოკუპირებული რეგიონების გასწვრივ გავლებულია გამყოფი ხაზები. ხაზები, რომელიც არ აძლევს შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს თავისუფლად გადაადგილდეს, ისაუბროს თავის ენაზე, ისწავლოს თავის ისტორია, იყოს ჩართული ქვეყნის ერთობლივი აღმშენებლობის საქმეში.

მაგრამ გარდა იმისა, რომ ცალკეული ქვეყნების სუვერენიტეტი დარღვეულია, რეალურად ასეთი პროცესის გაღრმავება შესაძლებელს ხდის ისეთი ურთულესი პრობლემების გაღრმავებას, როგორიც არის ტერორიზმი, ნარკოტრაფიკი, ბირთვული ნარჩენებით უკანონო ვაჭრობა.

საქართველო, ყველა ამ შემთხვევაში, მზადაა მოლაპარაკებებისთვის,  ვითარების მოგვარებისთვის და აქტიური კონტრიბუტორია გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცების საქმეში.

ჩვენ ეუთოსთან ვთნამშრომლობთ არამარტო უსაფრთხოების კონტექსტში.  ჩვენი ქვეყანა ევროპული და აზიური რეგიონის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია თანამშრომლობის შესაძლებლობების გახსნის მიმართულებითაც.

საქართველო როგორც სატრანზიტო ქვეყანა, ქმნის საინტერესო შესაძლებლობებს ევროპული და აზიური ბაზრებისათვის.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ის კონტექსტი, რომელიც დემოკრატიული პროცესის გაღრმავებას ეხება.

ამ თვალსაზრისით, ჩვენი თანამშრომლობა ეუთოს სტრუქტურებთან ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს დღესაც მომავალი საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.

ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ ჩვენი კოლეგების კომენტარებს, ვაანალიზებთ რჩევებს და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ ველოდებით თქვენს ძალიან აქტიურ ჩართულობას, თანამშრომლობას იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოების და სახელმწიფოს მთავარი შეკვეთა - განვახორციელოთ და ჩამოვაყალიბოთ ფუნქციური დემოკრატიის ღირებულებებზე და იდეალებზე დამყარებული საარჩევნო პროცესი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდეტმა სესიის გახსნაზე.

დამოუკიდებლობის 25 წლიანი ისტორიის მანძილზე საქართველო პირველად მასპინძლობს მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის პოლიტიკურ მოვლენას - მსოფლიოში უდიდესი უსაფრთხოების ორგანიზაციის საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმს, რომლის თემაა „ 25 - წლიანი საპარლამენტო თანამშრომლობა: ნდობის შენება დიალოგით“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge