png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

შსს დელეგაცია საბერძნეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

  • საზოგადოება
  • 02.07.2016
  • 15:36
შსს დელეგაცია საბერძნეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

შს მინისტრის პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ დავით ნატრიაშვილთან და შს სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, საბერძნეთის რესპუბლიკაში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში ბესიკ ამირანაშვილი ბერძენ კოლეგას, საბერძნეთის პოლიციის ხელმძღვანელს, გენერალ-ლეიტენანტ კონსტანტინოს ცუვალასს შეხვდა.

მხარეებმა ორგანიზებულ და ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით არსებული ვითარება და ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის შედეგები განიხილეს, გამოცდილების გაზიარებასა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. საბერძნეთის პოლიციის ხელმძღვანელმა ქართულ მხარესთან ორმხრივი თანამშრომლობა მაღალ დონეზე შეაფასა.

საქართველოს შს სამინისტროს დელეგაციისა და ბერძენი სამართალდამცველების შეხვედრაზე ორი ქვეყნის შს სამინისტროებს შორის „დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შეთანხმების“ გაფორმების აუცილებლობაზე ისაუბრეს, რომელსაც უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი. აღნიშნული ხელშეკრულება კიდევ უფრო გაამყარებს და სამართლებრივ საფუძველს შეუქმნის საქართველოსა და საბერძნეთის პოლიციის ურთიერთთანამშრომლობას.

საბერძნეთში ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე სამუშაო ჯგუფების შეხვედრაც გაიმართა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge