png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

რომან გოცირიძე: სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმა ვერ შესრულდა

  • ეკონომიკა
  • 02.07.2016
  • 11:43
რომან გოცირიძე: სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმა ვერ შესრულდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ რომან გოცირიძის განცხადებით, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმა ვერ შესრულდა როგორც შემოსავლების, ასევე ხარჯების კუთხით. ამის ძირითადი მიზეზი კი, სუსტი ეკონომიკური ზრდა და მთავრობის მიერ წარმოებული არასწორი ეკონომიკური პოლიტიკაა.

„მიუხედავად მთავრობის ოპტიმიზმისა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2016 წლის იანვარ-მაისში   მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ  მხოლოდ   2,9 პროცენტი შეადგინა.

წლის პირველი ნახევარი გამოირჩეოდა გარდა ფისკალური, ასევე მონეტარული არასტაბილურობითაც, რაც ლარის კურსის გაუფასურებაში და მის მკვეთრ რყევებში გამოიხატა.

შემოსავლების 6 თვის გეგმა 208  მილიონი  ლარით გაირღვა

2016 წლის  სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შემოსავლების გეგმა განსაზღვრული იყო   4,636  ლარის ოდენობით, ფაქტობრივად ბიუჯეტში შემოვიდა 4,428 მილიარდი ლარი. დანაკლისმა  208  მილიონი  ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის 6 თვის შემოსავლების მოცულობა 366 მილიონი ლარით ნაკლებია 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც მაშინ 4,794 მილიარდ ლარს შეადგენდა.

ერთადერთი, რაც შესრულდა 2016 წლის პირველ ნახევარში, ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმა,  რომელიც 29 მილიონიტ მეტია დაგეგმილზე( ნაცვლად 3.716 მილიარდისა შემოვიდა 3,745 მილიარდი ლარი).

ბიუჯეტი არ შეიცავს მხოლოდ საგადასახადო შემოსავლებს და მისი ერთი ნაწილის გეგმის გადაჭარბებით  შესრულება ვერ ანეიტრალებს მთლიანი ჩამორჩენის ნეგატიურ ეფექტს.

შემოსავლების გეგმის ჩავარდნის   მიზეზი იყო   არასაგადასახადო შემსვლებიდან და  საგარეო წყაროებიდან თანხების მიუღებლობა.

ხარჯების 6 თვის გეგმა  245  მილიონი ლარით გაირღვა

2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები  დაგეგმილი იყო 4,924 მილიარდი ლარის ოდენობით,  ფაქტობრივად დაიხარჯა 4, 679 მილიონი ლარი, რაც 245 ლარით ნაკლებია დაგეგმილთან შედარებით.

საბიუჯეტო გარღვევის გადაფარვა  მოხდა ნაშთებიდან  251 მილიონი ლარის   ოდენობით.  

მთავრობამ შემოსავლებში წარმოქმნილი დანაკლისი დაიფარა ძველი ნააშთებიდან   251 მილიონი ლარის ოდენობით. ეს უკანასკნელი გახდა ლარის არასტაბილურობის ერთ-ერთი მიზეზი.

წლის მეორე ნახევარში  787  მილიონი  ლარით მეტი უნდა დაიხარჯოს, ვიდრე წლის პირველ ნახევარში.

2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი განსაზღვრულია 10,145  მილიარდი ლარის ოდენობით. წლის პირველ ექვს თვეში ათვისებულია მხოლოდ 4, 679 მილიონი ლარი. დარჩენილ  პერიოდში უნდა დაიხარჯოს   5,466 მილიარდი ლარი, რაც 787  მილიონი ლარით მეტია, ვიდრე წლის პირველ ნახევარში.

ბიჯეტის არათანაბარზომიერი განაწილება  და  ტრადიციულად, წლის ბოლო თვეებზე გადატანილი   დეფიციტური ხარჯვა კვლავ რჩება მადესტაბილიზებელ ფაქტორად  და იგი  ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის რისკის შემცველია. „

           

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge