primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

პრემიერ-მინისტრი განათლების სისტემის განვითარების სტრატეგიულ ხედვას და პრიორიტეტებს გაეცნო

  • საზოგადოება
  • 02.07.2016
  • 14:05
პრემიერ-მინისტრი განათლების სისტემის  განვითარების სტრატეგიულ ხედვას და პრიორიტეტებს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განათლების სისტემის  განვითარების სტრატეგიულ ხედვას და პრიორიტეტებს გაეცნო, რომელიც  მთავრობის წევრებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ წარუდგინა. პრეზენტაცია, რომელიც სკოლამდელ აღზრდას, სასკოლო  განათლებას, უმაღლესი და პროფესიული სწავლების სტრატეგიული განვითარების გზებს მოიცავდა, სოფელ კაჭრეთში მდებარე  პროფესიულ კოლეჯში „აისი“ გაიმართა.

დასაწყისში განათლების მინისტრმა ყურადღება გაამახვილა განათლების სისტემის რეფორმირების მნიშვნელობაზე, რაზეც, მისი განმარტებით, სრულად არის დამოკიდებული ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით. ხაზი გაესვა პროფესიული განათლების როლს, რომელიც მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. აღინიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება კონკრეტული დარგის მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტები. დაწყებულია ინტენსიური მუშაობა, რათა პროფესიული განათლება გახდეს კიდევ  უფრო მიმზიდველი ახალგაზრდებისთვის.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, გაიმართა მსჯელობა განათლების სისტემაში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების, მიმდინარე რეფორმის შესახებ.

პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის წევრებთან ერთად, პროფესიული კოლეჯის ინფრასტრუქტურა, სასწავლო აუდიტორიები, ლაბორატორიები, ღვინის სახლი  და სახელოსნოები დაათვალიერა. განათლების მინისტრის განმარტებით, კოლეჯში „აისი“  სწავლება ძირითადად სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით მიმდინარეობს და ამზადებს შემდეგ სპეციალისტებს: ფერმერი, მეღვინე-მევენახე, მეფუტკრე, ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებლი, სასურსათო პროდუქტების მწარმოებელი, ვეტერინალური მომსახურება,  ტრაქტორისტ-მემანქანე, სასტუმრო საქმის მწარმოებელი, გიდი, ტუროპერატორი, მზარეული და სხვ.  ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ეს ის პროფესიებია, რომელიც მნიშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის. კოლეჯში ამ ეტაპზე 500-მდე პროფესიული სტუდენტი სწავლობს.

განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების სტრატეგიულ ხედვას მინისტრები და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge