png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ეუთოს საპარლამენტო სესიის ფარგლებში გენდერულ საკითხებზე მსჯელობა გაიმართა

  • პოლიტიკა
  • 03.07.2016
  • 12:31
ეუთოს საპარლამენტო სესიის ფარგლებში გენდერულ საკითხებზე მსჯელობა გაიმართა

საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში", სადაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საკომიტეტო და პლენარული სხდომები მიმდინარეობს, დღეს გენდერულ საკითხებზე ფართო მსჯელობა გაიმართა.

გენდერულ საკითხებზე დისკუსია  ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჯგუფის ხელმძღვენელმა გახსნა. მონაწილეებს სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მანანა კობახიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ და ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ელენე რუსეცკაიამ მიმართეს.

მანანა კობახიძე: „ვამაყობ იმ ფაქტით, რომ საქართველოს ხელისუფლების მთელი გუნდი, პარლამენტი და მთავრობა ძალიან მოტივირებულები არიან, რათა გენდერული თანასწორობის მისაღწევად  კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას.  ჩვენ მივიღეთ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგია, რომელიც ორიენტირებულია გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაზე. როგორც გენდერული თანასწორობის საბჭოს, ჩვენ გვაქვს ძლიერი ინსტიტუციური მექანიზმები საკანონმდებლო დონეზე, რომელიც მონიტორინგს ახორციელებს 2014-2016 წლების გენდერული თანასწორობის ეროვნული სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციაზე და აკვირდება მთავრობის აქტივობებს შესაბამისი კანონის - „გენდერული თანასწორობის შესახებ" შესაბამისად. ასევე, უკვე შექმნილია მთავრობაში სპეციალური ინსტიტუციონალური მექანიზმი. ვგულისხმობ პრემიერ-მინისტრის თანაშემწეს ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, მის აპარატს და შესაბამის უწყებათაშორისი  თანამშრომლობის ჯგუფებს.

„გენდერული თანასწორობის შესახებ" კანონში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებით შევქმენით ინსტიტუციონალური მექანიზმი ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული თანასწორობის მისაღწევად რომელიც  შესაბამის მუნიციპალურ ორგანოებში, გენდერული თანასწორობის საბჭოების შექმნას გულისხმობს. ეს საბჭოები საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან  კოორდინაციაში იმუშავებენ.

გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლება აქტიურადაა ჩართული გენდერული ძალადობის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ ბრძოლაში. 2014 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიზანია, შეიქმნას ეფექტური მექანიზმები ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრისთვის. 

ამ მიმართულებით, ათეულობით საკანონმდებლო ცვლილება მომზადდა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, ჩვენ ხელი მოვაწერეთ „სტამბოლის კონვენციას". კონვენციის რატიფიცირების სწრაფად განხორციელების მიზნით, დღეს ჩვენ ეროვნული კანონმდებლობის დახვეწის გზაზე ვართ. ამ მიმართულებით სახელმწიფომ მიიღო კანონმდებლობა, რომელიც ახდენს იძულებითი ქორწინების კრიმინალიზაციას, ასევე, პარლამენტი კრძალავს 18 წლამდე პირთა ქორწინებას, სასამართლოს თანხმობის გარეშე".

შეხვედრის და დისკუსიის პარალელურად საარქივო ფოტომასალის გამოფენა მოეწყო. ქალთა საინფორმაციო ცენტრმა  წარმოადგინა 1918-1921 წლების საარქივო მასალა იმ ხუთი პარლამენტარი ქალის ცხოვრებისა და მოღვაწეობის  ამსახველი ფოტოსურათებით, ვინც პირველი ქალი-პარალმენტარები გახდნენ მაშინ, როცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ქალები ჯერ კიდევ ხმის მიცემის უფლებისთვის იბრძოდნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge