png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტმა რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

  • პოლიტიკა
  • 03.07.2016
  • 12:49
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტმა რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

თბილისში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) საპარლამენტო ასამბლეის საიუბილეო, 25-ე ყოველწლიურ სესიაზე ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტის მე-2 სხდომა გაიმართა.

კომიტეტმა განაგრძო მომხსენებელის, მარიეტა ტიდეის მიერ წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით ეროვნული დელეგაციების წევრების შესწორებების განხილვა.

შესწორებები შეეხებოდა: საემიგრაციო კრიზისს ევროპაში; რუსეთისთვის დაწესებულ სანქციების თემას; ჩერნობილის ტრაგედიას; გენდერული თანასწორობის საკითხებს; საფრთხეების ადრეული შეტყობინების სფეროში პოტენციალის განვითარებას; კლიმატის ცვლილებების პარიზის კონფერენციის შეთანხმების საკითხების შესრულებას; ფინანსურ დანაშაულთან, ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ოფშორული საბანკო ცენტრების მიმართ ეუთოს მონაწილე ქვეყნების მიერ მკაცრი რეგულაციების შემოღებას; საკვების უსაფრთხოებას; ტრეფიკინგს და სხვა.

კენჭისყრის საფუძველზე, რეზოლუციის პროექტიდან ამოღებული იქნა პუნქტი, ეუთოს მონაწილე ქვეყნების მიმართ სანქციების შემოღების საკითხის, რომელმაც შეიძლება პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, გადახედვის დაბეჯითებითი მოწოდება იყო.

შესწორებების განხილვის შემდეგ, ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტმა რეზოლუციის პროექტს მხარი ერთხმად დაუჭირა.

32 პუნქტიან რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით, კომიტეტმა 35 შესწორებაზე იმსჯელა, რომელთა მხოლოდ ნაწილი იქნა გათვალისწინებული.

კომიტეტის მუშაოაბაში მონაწილეობა მიიღო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენიტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, გიორგი წერეთელმა.

1-5 ივლისს თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას" ტერიტორიაზე, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) საპარლამენტო ასამბლეის საიუბილეო, 25-ე ყოველწლიური სესია: „25-წლიანი საპარლამენტო თანამშრომლობა: ნდობის შენება დიალოგით" იმართება. ხუთი დღის განმავლობაში თბილისი საერთაშორისო პოლიტიკური პროცესების ეპიცენტრი იქნება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge