primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

შემოსავლების სამსახურის პასუხი როსსელხოზნადზორს: ფიტოსანიტარიული კონტროლის ყველა პროცედურა საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, განხორციელდა

  • ეკონომიკა
  • 12.10.2015
  • 19:44
 შემოსავლების სამსახურის პასუხი როსსელხოზნადზორს: ფიტოსანიტარიული კონტროლის ყველა  პროცედურა საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, განხორციელდა

რუსეთის ფედერაციის „როსსელხოზნადზორის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, სადაც საქართველოდან შეტანილი 35 ტონა ყურძნის წუნდებაზეა საუბარი, შემოსავლების სამსახური განმარტებას აკეთებს.

„რუსეთის ფედერაციის როსსელხოზნადზორის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაზე, რომელიც შეეხება საქართველოდან 35 000 კგ ყურძნის წუნდებას ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის არასწორი შევსებისა და შეფუთვაზე ეტიკეტების არ არსებობის შესახებ, განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემის თაობაზე განცხადებით (საქონლის დასახელება - ყურძენი; რაოდენობა - 35 000 კგ; დანიშნულების ქვეყანა - რუსეთი) მიმართა გადამხდელმა. ფიტოსანიტარიული კონტროლის ყველა პროცედურა, მათ შორის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის შევსება განხორციელდა სრულად - საქართველოს მთავრობის N427 დადგენილების შესაბამისად“, აცხადებენ სსიპ შემოსავლების სამსახურში.

შეგახსენებთ, რომ დღეს რუსული მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის “როსსელხოზნადზორის” ნიჟნი ნოვგოროდის მხარის სამმართველომ რეგიონის ტერიტორიაზე საქართველოდან 35 ტონა ყურძნის შეტანა აკრძალა. როგორც უწყება იტყობინება, საქართველოდან ჩატანილი ყურძნის შემოწმებისას გამოვლენილი იქნა კანონმდებლობის მოთხოვნის დარღვევა. კონკრეტულად კი დაირღვა კარანტინის წესები.

რუსული მედია, სანიტარულ უწყებაზე დაყრდნობით წერდა, რომ ყუთებზე, რომელშიც მოთავსებული იყო პროდუქცია, არ იყო მარკირება, ან მარკირებული იყო სხვადასხვა სახის ეტიკეტებით, რომლებიც წარმოშობის ქვეყანაზე განსხვავებულ ინფორმაციას შეიცავდა. ფიტოსანიტარულ სერთიფიკატში კი იყო შეუვსებელი ველები.

როსსელხოზნადზორის ინფორმაციით, დარღვევების ერთობლიობამ შეუძლებელი გახადა პროდუქციის მონაცემების დადგენა, რაც მითითებული იყო ფიტოსანიტარულ სერთიფიკატში და საქონლის თანმხლებ სხვა დოკუმენტებში.

სატრანსპორტო საშუალების და პროდუქციის დათვალიერების, დოკუმენტალური შემოწმების შედეგად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ყურძნის აღნიშნული პარტიის შეტანის აკრძალვის შესახებ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
  • 20:42
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
  • 17:24
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
  • 00:01
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
  • 23:48
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge