png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ნაწილობრივი გრანტის მქონე სტუდენტებს, საქართველოს ბანკი შეღავათიანი სტუდენტური სესხით დააფინანსებს

  • ეკონომიკა
  • 04.07.2016
  • 17:52
 ნაწილობრივი გრანტის მქონე სტუდენტებს, საქართველოს ბანკი შეღავათიანი  სტუდენტური სესხით დააფინანსებს

საქართველოს ბანკსა და განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე კონკურსის შედეგად ნაწილობრივი გრანტით დაფინანსებულ სტუდენტებს ექსკლუზიურად საქართველოს ბანკის შეღავათიანი სტუდენტური სესხით სარგებლობის საშუალება მიეცემათ. სესხის მიზნობრიობა შესაძლებელია იყოს როგორც სწავლის, ასევე საცხოვრებელი ან სამგზავრო ხარჯების დაფინანსება. სესხის თანხა: 1000 აშშ დოლარიდან ზემოთ, სესხის ვალუტა: USD; EUR; GBP; სესხის ვადა - მაქსიმუმ 72 თვე, აქედან საშეღავათო პერიოდია სწავლის პერიოდს დამატებული 3 თვე, მაქსიმუმ 27 თვე.

განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2016-2017 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებსა და სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთათვის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის კონკურსი გამოაცხადა. კონკურის მანძილზე ჯამში 300-მდე აპლიკანტი დაფიქსირდა.

2016-2017 სასწავლო წლისათვის  სასტიპენდიო პროგრამის  ფარგლებში პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი პროგრამული მიმართულებები/სპეციალობები: აგრარული მეცნიერებანი, განათლება, ინჟინერია,მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი, სოციალური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებანი, სამართალი, არქიტექტურა, საჯარო მმართველობა, მენეჯმენტი. კონკურსი შედგებოდა სამი ეტაპისაგან:
პირველი ეტაპი -  ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმება. მეორე ეტაპი - ელექტრონული განაცხადების შინაარსობრივი შეფასება. მესამე ეტაპი - გასაუბრება. სწორედ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კონკურსანტებთან შედგება აღნიშნული შეხვედრა, სადაც დაინტერესებულ ახალგაზრდებს ცენტრის წარმომადგენლები ყველა კითხვაზე გასცემენ პასუხს. შეგახსენებთ, რომ განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014-2016 წლებში 200-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს დაუმტკიცდა სასწავლო სტიპენდია. მათმა ნაწილმა უკვე დაასრულა საზღვარგარეთ სწავლა, დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge