ზიკას ვირუსის გამავრცელებელი კოღოს გასანადგურებლად, თბილისში და მის ახლოს არსებულ ტბორებში გამბუზია გაუშვეს
- საზოგადოება
- 05.07.2016
- 10:15
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და „საქართველოს მეთევზეთა კლუბის“ ერთობლივი ღონისძიება - ზიკას ვირუსის გამავრცელებელი კოღოს გასანადგურებლად გამბუზიის გადმოსასახლებლად თბილისში და მის ახლოს არსებულ ტბორებში.
ამ ჯიშის თევზმა - გამბუზიამ- უკვე გაანდგურა კოლხეთის დაბლობში მალარიის კოღო, ახლა კი მთელს ევროპაში მას მასიურად ამრავლებენ და უშვებენ ყველა შესაძლო ტბორში.
სამინისტროსა და “საქართველოს მეთევზეთა კლუბს“ შორის გაფომრებული მემორანდუმის ფარგლებში კლუბის წევრებმა გამბუზია დასავლეთ საქართველოდან, კერძოდ კი აბაშიდან გადმოასახლეს და კუს ტბაში ჩაუშვეს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200