primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
11 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სამთავრობო კომისიების მუშაობას აფასებს

  • პოლიტიკა
  • 05.07.2016
  • 10:18
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სამთავრობო კომისიების მუშაობას აფასებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სამთავრობო კომისიების მუშაობას აფასებს. როგორც არჩილ ხაბაძე განმარტავს, შერეული სამთავრობო კომისიები აჭარის მთავრობის უწყებებში სხვადასხვა მიმართულებით პრობლემური საკითხების შესწავლისა და რეკომენდაციების გაცემის მიზნით  უკვე რამდენიმე წელია მუშაობს.

„აღნიშნული კომისიები ცალკეული პრობლემების მიხედვით ეტაპობრივად ყალიბდება და არის ქმედითი და შედეგზე ორიენტირებული. კომისიების დასკვნების დაფუძველზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით არაერთი სოციალური პრობლემის მოგვარება მოხდა. ბათუმის საკრებულოს მიერ ახლახანს მიღებული გადაწყვეტილება გონიოს მიწების შესახებ 2010 წლის დოკუმენტის ბათილად ცნობის შესახებ, სწორედ შერეული სამთავრობო კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე იქნა მიღებული. აჭარის მთავრობის ძალისხმევით, 271 გონიოელს მიწის საკუთრებაში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცა“, აცხადებს არჩილ ხაბაძე.

მისივე განმარტებით, 2012-2016 წლებში სტიქიით მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო კომისიის მიერ 1732 ოჯახს გაეწია დახმარება, ხოლო 213 ოჯახს გადაეცა ბინა.

„მნიშვნელოვანი შედეგია 2014-2016 წლებში ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემის გადაჭრა - 196 ოჯახს სახცოვრებელი ფართი დაუკანონდა ე.წ სამხედრო ბინებში.

სამთავრობო კომისიის დასკვნის საფუძველზე, შუახევში, 2015 წელს 300 000 ლარის კომპენსაცია გაიცა სოფელ ჩანჩხალოს მოსახლეობისთვის.

ასევე მნიშვნელოვანია 1989 წლის 19 აპრილის სტიიქიის შედეგად დაზარლებულ წაბლანისა და წაბლიანის მოსახლეობისთვის გაწეული დახმარება. აჭარის მთავრობის მუშაობის შედეგად 25 წელიწადზე მეტ ხანს დაკონსერვებული პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრა და 200-ზე მეტი ოჯახისთვის ბათუმში საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს.

სოციალური მიმართულებით  ღონისძიებების ხელშესაწყობად შექმნილი შერეული  სამთავრობო კომისიები აქტიურად აგრძელებენ მუშაობას. ხშირ შემთხვევაში, არსებული კომისიები არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით წარმოადგენენ ერთგვარ შუამავალ რგოლს სხვადასხვა პრობლემური  საკითხების გადაჭრაში“. ამბობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge