png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

„არტარეას“ ეთერში მალე გიორგი კალანდიას რეჟისორობით შექმნილ ფილმი - „ათონი ათასწლოვანი“, გავა

  • კულტურა
  • 05.07.2016
  • 11:13
„არტარეას“ ეთერში მალე  გიორგი  კალანდიას რეჟისორობით შექმნილ  ფილმი - „ათონი ათასწლოვანი“, გავა

გიორგი  კალანდიას რეჟისორობით შექმნილ  ფილმს - „ათონი ათასწლოვანი“  სულ მალე მაყურებელი ტელეკომპანია „არტარეას“ ეთერში იხილავს.

დოკუმენტური ფილმი „არტარეას“ გადამღებმა ჯგუფმა ათონის მთაზე ერთკვირიანი მოგზაურობის შემდეგ მოამზადა.

ფილმში მაყურებელი პირველად იხილავს ათონისა და ზუგდიდის ვლაქერნის ხატში დაცული ღვთისმშობლის სარტყლის საოცარ ისტორიას, ასევე, ათონის წმინდა მთის სამი მონასტრის: ზოგრაფის, ვატოპედისა და ივერონის უნიკალურ კადრებს.

ფილმში ასახულია ძვირფასი ქართული ხელნაწერებისა და ნაქარგობების ისტორია, ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიიდან გამოსვენებისა და ლიტანიობის კადრები და ამავე ხატის ქართული ასომთავრული წარწერა.

ათონის მთაზე მოგზაურობისას „არტარეას“ გადამღებ ჯგუფს საშუალება ჰქონდა ფირზე დაეფიქსირებინა ივერონის მონასტერში არსებული ქართველ ქტიტორთა ფრესკები, ზოგრაფის მონასტერში ბერების აკლდამა და კარიესში ექვთიმე მთაწმინდელის ფრესკა.

დოკუმენტური ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი გიორგი კალანდიაა, ოპერატორი - გიორგი გოგელაშვილი, ხოლო მონტაჟის რეჟისორი - სოსო ხარატიშვილი.

ათონის მთაზე გადაღებული უნიკლაური კადრების გარდა ფილმში გამოყენებულია მუზეუმში დაცული საარქივო მასალებიც.

„ათონი ათასწლოვანის“  საჯარო პრეზენტაცია  დოკუმენტური ფილმის „არტარეას“ ეთერში გასვლამდე  შედგება.

ფილმის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლი შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე :https://www.youtube.com/watch?v=sJYL4mJKrEs

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge