png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

აჭარის მთავრობა ბათუმში, გმირთა ხეივანში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ინვესტორს ეძებს

  • პოლიტიკა
  • 05.07.2016
  • 13:11
აჭარის მთავრობა ბათუმში, გმირთა ხეივანში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ინვესტორს ეძებს

აჭარის მთავრობა ბათუმში, გმირთა ხეივანში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ინვესტორს ეძებს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 15 ივლისს ჩანიშნულ პირობებიან აუქციონზე, ტ. აბუსერიძის ქ. N15/ფიროსმანის ქ. N5-/აბუსერიძის ქუჩა 17-ში მდებარე 4169 კვ.მ არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სასტუმროს აშენების მსურველს ინვესტორს გამოავლენს. ობიექტის საწყისი ღირებულება 1 მლნ 560 ათასი ლარია.

აუქციონში გამარჯვებული ინვესტორი ვალდებულია აღნიშნულ ტერიტორიაზე მინიმუმ 60 ნომერზე გათვლილი სასტუმრო ააშენოს. მყიდველის სურვილის შემთხვევაში შენობის ნაწილში დასაშვებია საცხოვრებელი აპარტამენტების განთავსება. ინვესტორი ვალდებულება ხდება ასევე მიწისქვეშა ავტოსადგომისა და  სტილობატის (ე.წ "პოდიუმი") მოწყობა, რომელიც საზოგადოებრივი და კომერციული დანიშნულებით იქნება გამ,ოყენებული.

მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის დასრულება და ექსპლუატაციაში მიღება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 54 თვის ვადაში უნდა განხორციელდეს.
აღსანიშნავია, რომ შენობის ფასადის შეფუთვა უნდა განხორციელდეს ე.წ განიავებადი ტექნოლოგიით, თანამედროვე სამშენებლო მასალების გამოყენებით;

შენობაში, არანაკლებ 2000 კვ.მ ფართზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი „ჰიპერმაკეტი“ უნდა განთავსდეს. აღნიშნული პროექტისათვის ინვესტორმა მინიმუმ 11 მლნ  674 ათასი დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

შეგახსენებთ, რომ გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფციაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ იმუშავა. ტერიტორიის ფართობია 3 ჰა. დაგეგმარების მიხედვით ხეივანი 14 საინვესტიციო მიწის ნაკვეთად დაიყო, რომლის ათვისება 3 ეტაპად განხორციელდება.

კონცეფციის მიხედვით შენობის მაქსიმალური სიმაღლე 140, ხოლო მინიმალური 30 მეტრი განისაზღვრა. ტერიტორიაზე სასტუმროების, აპარტამენტების, რესტორნების, სხვადასხვა გასართობი ობიექტებისა და სპორტული ცენტრების განთავსება იქნება შესაძლებელი. გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფციის მიზანი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, ბიზნესის/ტურიზმის ხელშეწყობა,სამუშაო ადგილების შექმნა და ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაა.

იმავდროულად, გმირთა ხეივანში 3 ახალი ინვესტიციის განხორციელება უკვე დაიწყო.

 

 

-

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge