png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ბათუმში, გმირთა ხეივანში კიდევ ერთი სასტუმროს მშენებლობა დაიწყება

  • ეკონომიკა
  • 05.07.2016
  • 13:24
ბათუმში, გმირთა ხეივანში კიდევ ერთი სასტუმროს მშენებლობა დაიწყება

ბათუმში, გმირთა ხეივანში კიდევ ერთი სასტუმროს მშენებლობა დაიწყება. პირობებიანი აუქციონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ უკვე გამოაცხადა და 15 ივლისისთვის ჩანიშნულ აუქციონზე ტბ. აბუსერიძის ქუჩა N15/ ქ. ბათუმში, ფიროსმანის ქუჩა N5/ქ. ბათუმში, ტბ. აბუსერიძის ქუჩა N17-ში მდებარე 3047 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გასხვისება იგეგმება, რომლის საწყისი ღირებულებაც 1 მლნ 138 ათასი ლარია.  აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა ექსპლუატაციაში, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 54 თვის ვადაში შეიყვანოს. მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა უნდა შეიცავდეს:

ა) სასტუმროს , რომელიც არანაკლებ 60 ნომერზე იქნება გათვლილი - მყიდველის სურვილის შემთხვევაში შენობის ნაწილში დასაშვებია დამატებით საცხოვრებელი აპარტამენტების განთავსება;
ბ) მიწისქვეშა ავტოსადგომს, არანაკლებ 1500 კვ.მ ფართისა, და სტილობატს (ე.წ "პოდიუმი"), რომელიც გამოყენებულ უნდა იქნას საზოგადოებრივი და კომერციული დანიშნულებით);

ინვესტორის ვალდებულებაა ასევე შენობა-ნაგებობის ნაწილში, არანაკლებ 1 500 კვ.მ ფართზე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტ(ებ)ის და არანაკლებ 1000 კვ.მ საბავშვო გასართობი ცენტრის მოწყობა.
პროექტში ინვესტორმა არანაკლებ 10 მლნ 700 ათასი  აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

შეგახსენებთ, რომ გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფციაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ იმუშავა. ტერიტორიის ფართობია 3 ჰა. დაგეგმარების მიხედვით ხეივანი 14 საინვესტიციო მიწის ნაკვეთად დაიყო, რომლის ათვისება 3 ეტაპად განხორციელდება.

კონცეფციის მიხედვით შენობის მაქსიმალური სიმაღლე 140, ხოლო მინიმალური 30 მეტრი განისაზღვრა. ტერიტორიაზე სასტუმროების, აპარტამენტების, რესტორნების, სხვადასხვა გასართობი ობიექტებისა და სპორტული ცენტრების განთავსება იქნება შესაძლებელი. გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფციის მიზანი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, ბიზნესის/ტურიზმის ხელშეწყობა,სამუშაო ადგილების შექმნა და ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაა.

იმავდროულად, გმირთა ხეივანში 3 ახალი ინვესტიციის განხორციელება უკვე დაიწყო.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge