png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

„ბანკი რესპუბლიკას“ მფლობელი „ჰუალინგ ჯგუფი“ ხდება

  • ეკონომიკა
  • 05.07.2016
  • 15:31
„ბანკი რესპუბლიკას“ მფლობელი „ჰუალინგ ჯგუფი“ ხდება

„ჰუალინგ ჯგუფს“, „სოსიეტე ჟენერალსა“ და EBRD-ს შორის შედგა წინასწარი შეთანხმება, „ბანკი რესპუბლიკაში“ „სოსიეტე ჟენერალის“ აქციების საკონტროლო წილის „ჰუალინგ ჯგუფის“ მიერ შესყიდვასთან დაკავშირებით.

„ჰუალინგ ჯგუფი“ წარმოადგენს ჩინეთის უდიდეს კერძო კორპორაციასა და საქართველოში უმსხვილეს ინვერსტორს, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს: სავაჭრო ცენტრებისა და საბითუმო ბაზრების მშენებლობა, მართვა და გაქირავება, უძრავი ქონება, ლოჯისტიკა, სასტუმროების მშენებლობა და მართვა, მეცხოველეობა, კვების მრეწველობა და სხვა. გარდა ამისა, კომპანია საქართველოში ფლობს სააქციო საზოგადოება „ბაზისბანკს“, ხოლო ჩინეთში - სხვა ფინანსურ აქტივებს.

აღნიშნული გარიგება ხელს შეუწყობს საქართველოს საბანკო სექტორში „ჰუალინგ ჯგუფის“ გაძლიერებას. გარიგების პირობების მიხედვით,  „ჰუალინგ ჯგუფი“ გეგმავს „ბანკ რესპუბლიკასა“ და „ბაზისბანკის“ გაერთიანების გზით უნივერსალური ბანკის ჩამოყალიბებას, რომელიც მტკიცედ დაიმკვიდრებს მესამე პოზიციას საქართველოს საბანკო ბაზარზე.

გაერთიანების შემდეგ „ჰუალინგ ჯგუფს“ ექნება ახალი ბანკის აქციათა საკონტროლო პაკეტი და სამეთვალყურეო საბჭოში ხმების უმრავლესობა. ეს გარიგება წარმოადგენს საქართველოში „ჰუალინგ ჯგუფის“ გრძელვადიანი ინვესტიციების განხორციელების კიდევ ერთ დადასტურებას.

გაერთიანების შემდგომ ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი“ იქნება ახალი ბანკის 8%-იანი წილის მფლობელი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) იქნება გაერთიანებული ბანკის აქციების მცირე წილის - დაახლოებით 3.9%-ის მფლობელი, ასევე დარჩება სამეთვალყურეო საბჭოს წევრად და საქართველოს საბანკო ბაზრისთვის საიმედო ფინანსურ პარტნიორად.

„ერთი სარტყელი - ერთი გზის“ სტრატეგიული ინიციატივის ფონზე, ეს გარიგება არა მარტო გააძლიერებს „ჰუალინგ ჯგუფის“ საბანკო საქმიანობას და ხელს შეუწყობს საქართველოს საბანკო სექტორში დაბალანსებული კონკურენციის ჩამოყალიბებას, არამედ წვლილს შეიტანს ჩინეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაში. იგი ასევე მიაწოდებს ხარისხიანი საფინანსო მომსახურების ფართო სპექტრს, როგორც საქართველოში მოღვაწე ჩინურ, ასევე ადგილობრივ კომპანიებსა და ინდივიდუალურ მომხმარებლებს.

აღნიშნული გარიგების პროცესში „ჰუალინგ ჯგუფი“ თანამშრომლობს: შანხაის თუჰონგის საინვესტიციო მენეჯმენტის კომპანიასთან („Tuhong International“) - ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველის სახით, KPMG-თან  - ფინანსური და საგადასახადო კონსულტანტის სახით და ქართულ იურიდიულ ფირმა „BLF“-თან იურიდიული მრჩეველის სახით. 

აღსანიშნავია, რომ გარიგების დასრულებისათვის საჭიროა დამატებითი შესწავლის პროცესის წარმართვა „ბანკ რესპუბლიკასა“ და „ბაზისბანკში“, ასევე დამატებითი მოლაპარაკებები საბოლოო კონტრაქტის პირობებზე და რეგულაციური დასტური საქართველოსა და ჩინეთის კანონმდებლობის შესაბამისად.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge