png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ნეპოტიზმი და ნათესავების დასაქმება - ენმ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის კორუპციულ სქემაზე

  • პოლიტიკა
  • 06.07.2016
  • 11:51
ნეპოტიზმი და ნათესავების დასაქმება - ენმ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის კორუპციულ სქემაზე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ლევან თარხნიშვილმა და ოთარ სირაძემ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში არსებულ კორუფციულ სქემაზე ისაუბრეს, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშითაც  დადასტურებულია.

„ერთიანმა ნაციონალურმ მოძრაობამ“ მრავალჯერ გაასაჯაროვა ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი ოლიგარქიულ-კორუფციული მმართველობის სქემა. სქემა არსებობს, როგორც ცენტრალურ ისე ადგილობრივ დონეებზე. დღეს ჩვენ გვინდა მივუბრუნდეთ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მაგალითს, რომელიც უკვე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშით არის დადასტურებული.

პოსტზე არჩევის შემდეგ საარჩევნო დაპირებების შესრულებისა და მოსახლოების პრობლემებზე ზრუნვის ნაცვლად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ჩინოსნებმა თავისი და თავის ახლობლების კეთილდღეობაზე ზრუნვას მოკიდა ხელი. ისევე, როგორც მთლიანად ქვეყანაში გამგებლის „საქმიანობის“ შედეგებია:

1. სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივი ხარჯვა და კორუფციული გარიგების ნიშნები. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად 2014-15 წლებში გამარტივებული შესყიდვებით 134 ხელშეკრულება გააფორმა საერთო ღირებულებით თითქმის ორი მილიონ ლარზე. შედეგად, სერვისი შესყიდული იქნა ელექტორონული ვაჭრობის გარეშე ანუ უფრო მაღალ ფასად ვიდრე მოხდებოდა სრულყოფილი ტენდერის ჩატარებისას. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ხელშეკრულებები ფორმდებობდა კომპანიებთან, რომლებსაც მსგავსი საქმიანობისარ გააჩნდა არანაირი გამოცდილება, უფრო მეტიც მონაწილეობაც კი  არ აქვს მიღებული არც ერთ სახელმწიფო ტენდერში (მაგალითად 2014 წლის 16 ოქტომბერს გააფორმდა ხელშეკრულება  (N15)შ.პ.ს ,,მშენებელი2006“-თან)

2. მოსახლეობის პრობლემების უგულველყოფა. იგივე ანგარიშის თანახმად 23 შემთხვევაში სამუშაო არ შესრულებულა და გამგეობა იძულებული იყო დაეწესებინა პირსაგამტეხლო. თუმცა, 20 შემთხვევაში გამგეობამ ან არ საერთოდ არ დააკისრა კომპანიას თანხის გადახდა ან გაურკვეველი ვადით გადაუვადა. შედეგად მოსახლეობა დარჩა გზის, წყლის მომარაგების, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის გარეშე, ხოლო ბიუჯეტმა ხელმეორედ იზარალა 200 ათსაზე მეტი ლარით.

3. ნეპოტიზმი და ნათესავებისა და ახლობლების დასაქმება. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მესურვეებმა დაარღვიეს თვითმართველობის კოდექსით დაწესებული შტატგარეშე მოსამსახურეების ზღვრული ოდენობა და 4-ჯერ გაზარდა არსებული შტატები, რითიც ბიუჯეტის ხარჯზე დაასაქმა ახლობლები, ნათესავები და ქართული ოცნების აქტივისტები.

4. თანამდებობის ბოროტად გამოყენება. მუნიციპალიტეტის გამგებელმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ კანონმდებლობის დარღვევით იქირავეს თავისივე მანქანები, რითიც კიდევ ერთხელ ზიანი მიაყენეს სახელმწიფოს ბიუჯეტს.

დღეს მოყვანილი ამბროლაურის მაგალითი შესაძლებელია გავავრცელოთ მთელ საქართველოზე. სწორედ ამიტომ 2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ უნდა დაასრულოს ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების მმართველობა და მისცეს ახალი ბიძგი ქვეყნის განვითარებას.“

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge