png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ოთარ დანელია ჰოლანდიაში მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობების მუშაობის სპეციფიკას გაეცნო

  • საზოგადოება
  • 06.07.2016
  • 13:11
ოთარ დანელია ჰოლანდიაში მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობების მუშაობის სპეციფიკას გაეცნო

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად,  ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობები დაათვალიერა და მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. როგორც ცნობილია, ჰოლანდია სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა  და ყვავილების  სასათბურე მეურნეობების განვითარების მიმართულებით მსოფლიოში წამყვან პოზიციას იკავებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრები კომპანია „ლანსის“ სასათბურე მეურნეობაში იმყოფებოდნენ, სადაც 52 ჰა-ზე სხვადასხვა ჯიშის  პომიდვრის  წარმოება მიმდინარეობს. პროდუქციის ექსპორტი  ევროპის ქვეყნებში ხორციელდება.

ქართული დელეგაციის წევრები კომპანიის „ჰოგენდორნი“ სათაო ოფისში, სასათბურე მეურნეობის ავტომატიზებული სისტემების ფუნქციონირების სპეციფიკას გაეცნენ. უმსხვილესი კომპანია „ჰოგენდორნი“  მომხმარებელს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სთავაზობს სასათბურე მეურნეობების ავტომატიზებული სისტემების დანერგვისა და ექსპლუატაციის მიმართულებით სწვალების მომსახურებას. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა,  კომპანია რამდენიმე  წელია თანამშრომლობს ქართველ პარტნიორებთან, მზადაა საქართველოში მომსახურების არეალი გააფართოოს და მომხმარებელს უახლესი  ტექნოლოგიები შესთავაზოს ქართველ პარტნიორებს.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები სასათბურე მეურნეობების  ტექნოლოგიებისა და კონსტრუქციების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანიაში „კიუბო“ სათბურის კონსტრუქციების წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნენ. როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა,  სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და შესაბამისად, საქართველოსთვის ამ მიმართულებით  ჰოლანდიის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge