primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

სუპერმარკეტი “სმარტი” გერმანული ტექნოლოგიებით გამომცხვარი პურის რეალიზაციას იწყებს

  • ეკონომიკა
  • 06.07.2016
  • 13:22
 სუპერმარკეტი “სმარტი” გერმანული ტექნოლოგიებით გამომცხვარი პურის რეალიზაციას იწყებს

სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ გერმანული ტექნოლოგიებით გამომცხვარი პურის რეალიზაციას იწყებს. საქართველოში „სმარტის“  მოწვევით ჩამოსულმა ცნობილმა გერმანელმა პურპროდუქტების განვითარების ექსპერტმა ულრიხ ლენარცმა „სმარტის“ ახალი ტექნოლოგიებით შექმნილი პურები პირველად დარგის ექსპერტებს, ცნობილ კულინარებს გაასინჯა.  ულრიხ ლენარცი საქართველოს რამდენიმე თვის წინაც სტუმრობდა და მის მიერ „სმარტის“ ხაბაზებისათვის ჩატარებული მასტერკლასების  შემდგომ  „სმარტმა“ პურის ცხობის გერმანული ტექნოლოგია დანერგა. ცხობის თანამედროვე ტენდეციები, ჯანსაღი ალტერნატივები პურის ინგრედიენტებში, პურის მადისაღმძვრელი ვიზუალი, საგემოვნო თვისებები: ეს ის მიმართულებებია, რომლებიც ბატონმა ულრიხმა „სმარტის“ ხაბაზებს ასწავლა. გერმანელი ექსპერტის რეკომენდაციით შექმნილ ახალ პურპროდუქტებთან ერთად „სმარტი“ ხვალიდან ჯამურად უკვე 20-მდე სახეობის პურს შესთავაზებს მომხმარებელს, რომელიც ჭვავის და ხორბლის უმაღლესი ხარისხის ფქვილით მზადდება და მზესუმზირით, თეთრი და შავი სეზამის მარცვლებით, შვრიის ფანტელით, ხორბლით, ღერღილი სიმინდითა თუ წიწიბურათი  იღებს უნიკალურ საგემოვნო თვისებებს.

 “სმარტი“ მუდმივად ანებივრებს ერთგულ მომხმარებლებს ექსკლუზიური შეთავაზებებითა და საინტერესო, გემრიელი სიახლეებით. ცნობილი გერმანელი პურპროდუქტების განვითარების ექსპერტის ულრიხ ლენარცის დახმარებით „სმარტი“ მომხმარებლებს კიდევ უფრო მრავალფეროვან პურპროდუქტების არჩევანს შესთავაზებს და გერმანული ტექნოლოგიებით გამომცხვარი სხვადასხვა სახეობის პურები ყველაზე მომთხოვნ მომხმარებელსაც ვერ დატოვებს გულგრილს. დარწმუნებულები ვართ, რომ სმარტის საკონდიტრო შეთავაზებებით მომხმარებელი კმაყოფილი დარჩება.“ აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე,   

ულრიხ ლენარცის პურის ცხობის ტექნოლოგიების განვითარების ოცდაათწლიანი გამოცდილება აქვს. გერმანელი პურპროდუქტების განვითარების ექსპერტის რეკომენდაციით „სმარტში“ პურპროდუქტები საფუარისა და შაქრის გარეშე დამზადდება და დაბალკალორი პურის არჩევანიც გამრავალფეროვნდება.

„სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის“  თექვსმეტი სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
  • 13:19
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
  • 13:00
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
  • 14:24
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge