png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თიბისი ბანკის მხარდაჭერით შექმნილი ფილმი „გამოსვლა“ ამერიკულ კონოფესტივალზეა წარდგენილი

  • კულტურა
  • 06.07.2016
  • 13:40
 თიბისი ბანკის მხარდაჭერით შექმნილი ფილმი „გამოსვლა“ ამერიკულ კონოფესტივალზეა წარდგენილი

თიბისი ბანკის მხარდაჭერით შექმნილი ფილმი „გამოსვლა“ ამერიკულ კონოფესტივალზეა წარდგენილი. ვახო ჯაჯანიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „გამოსვლა“ დამოუკიდებელი ამერიკული კინოს ერთ-ერთ საუკეთესო ფესტივალზე Maine International Film Festival მიიღებს მონაწილეობას. ფილმს საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი  ფილმების სექციაში (World Shorts) აჩვენებენ.

ვახო ჯაჯანიძის „გამოსვლა“ დაცარიელებულ ქალაქ ჭიათურაში, პატარა სახლში მცხოვრები ორი დის, ტატიანასა და ლილის შესახებ მოგვითხრობს. გადარჩენისთვის ყოველდღიური ბრძოლით დაღლილ დებს შორის კონფლიქტი მაშინ იწყება, როცა ლილის „ჭაობიდან“ თავის დაღწევისა და თავის ქალიშვილთან საცხოვრებლად გადასვლის შანსი უჩნდება.

„გამოსვლა“ იმ 6 მოკლემეტრაჟიან ფილმებს შორის ერთ-ერთია, რომელიც ეროვნული კინოცენტრისა და თიბისი ბანკის დაფინანასებით შეიქმნა. ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც ქვეყანაში კონემატოგრაფიის განვითარების მიზნით სახელმწიფო სუბსიდიასთან ერთად კინოწარმოებაში კერძო ბიზნესი ჩაერთო.

ფილმის პრემიერა 2015 წლის ივლისში შედგა და მას შემდეგ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზიც მოიპოვა.

Maine International Film Festival აშშ-ში 1998 წლიდან იმართება. ფესტივალზე ყოველწლიურად სხვადასხვა ჟანრის საერთაშორისო ფილმები იღებენ მონაწილეობას.

წელს ფესტივალი 8 ივლისს იწყება და ის 17 ივლისამდე გაგრძელდება.

 

 


გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge