png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ირაკლი კობახიძე: არჩილ ხაბაძე რჩება ჩვენს გუნდში

  • პოლიტიკა
  • 06.07.2016
  • 13:52
ირაკლი კობახიძე: არჩილ ხაბაძე რჩება ჩვენს გუნდში

არჩილ ხაბაძე რჩება ჩვენს გუნდში - აღნიშნული განცხადებით „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აჭარის მთავრობის თავჯდომარის თანამდებობიდან არჩილ ხაბაძის გადადგომის საკითხს გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძის თქმით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ახალ ამპლუაში განაგრძობს მუშაობას „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად ქვეყნისა და აჭარის რეგიონის საკეთილდღეოდ.

 „ჩვენთვის არჩილ ხაბაძის გადადგომა მოულოდნელი არ ყოფილა. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გუნდში წარიმართებოდა კონსულტაციები. ამ კონსულტაციების საფუძველზე იყო სწორედ ეს გადაწყვეტილება მიღებული. რაც შეეხება ბატონი არჩილის მომავალ პოზიციას, ამასთან დაკავშირებით გვექნება კონსულტაციები. ის რჩება ჩვენს გუნდში, როგორც თავადვე განაცხადა“,-აღნიშნა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, კონკრეტულად თუ რომელ პოზიციაზეა საუბარი, ამის შესახებ მოგვიანებით გაცხადდება.

პარტიის აღმასრულებელი მდივანი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მომავალი თავმჯდომარის დამტკიცების საკითხსაც გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ სრული რესურსი აქვს იმისათვის, რომ უმაღლეს საბჭოში დამტკიცდეს ახალი თავმჯდომარის კანდიდატურა და ეს პროცესი უახლოეს დღეებში აუცილებლად დასრულდება კონკრეტული შედეგით.

„რაც შეეხება ახალ კანდიდატურას, ეს არის კონკრეტული უმაღლესი თანამდებობის პირების პრეროგატივა. აქედან გამომდინარე ვერ ვაკეთებთ ჯერჯერობით კომენტარს კონკრეტულ გვართან დაკავშირებით, თუმცა მე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ღირსეული ადამიანი დაიკავებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს”, აღნიშნა კობახიძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge