png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ADB-ს ობლიგაციებით მოზიდული 64 მლნ ლარი მიკროსაწარმოების განვითარებას მოხმარდება

  • ეკონომიკა
  • 06.07.2016
  • 14:10
ADB-ს ობლიგაციებით მოზიდული 64 მლნ ლარი მიკროსაწარმოების განვითარებას მოხმარდება

აზიის განვითარების ბანკის მიერ ლარში დენომინირებული ობლიგაციების გაყიდვით მოზიდული 64 მილიონი ლარი (დაახლოებით $30 მილიონი) ადგილობრივი კაპიტალის ბაზრისა და მიკროსაწარმოების განვითარებას მოხმარდება.

„მიკროსაწარმოების მნიშვნელობა და როლი კრიტიკულია საქართველოში დასაქმების თვალსაზრისით და საბანკო დაფინანსებისადმი წვდომა ხელს შეუწყობს მათ განვითარებას. აზიის განვითარების ბანკის ეს უკვე მეორე ლარში დენომინირებული ობლიგაცია ხელს შეუწყობს საქართველოს საფონდო ბაზრის შემდგომ განვითარებას და უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მიკროსაწარმოების განვითარებაში”, განაცხადა აზიის განვითარების ბანკის ხაზინადარმა პიერ ვან პეტეგემ,.

 მიკროსაწარმოების განვითარების მიზნით, ობლიგაციების გაყიდვით მოზიდული თანხების გასესხება მოხდება საფინანსო ორგანიზაცია კრედოსა და ფინკა ბანკი საქართველოზე. აღნიშნული ხელს შეუწყობს წლის დასაწყისში ამ ორი კრედიტორისთვის აზიის განვითარების ბანკის მიერ $30 მილიონის ოდენობის სესხის ათვისებას და მცირე საწარმოებისა და ქვეყნის რეგიონებში კლიენტების დახმარებას.  

გამოშვებული ობლიგაცია იძლევა სარგებელს მცურავი საპროცენტო განაკვეთით, რომელიც მიბმულია საქართველოს ეროვნული ბანკის 3-თვიანი სადეპოზიტო სერტიფიკატის განაკვეთზე დამატებული 20 საბაზისო პუნქტი. ობლიგაციის დაფარვის თარიღია 2019 წლის 6 ივლისი. გამოშვება მართული იქნება Galt & Taggart მიერ და განთავსება კერძო მოთხოვნის ფარგლებში მოხდება.  

აზიის განვითარების ბანკი AAA რეიტინგის მქონეა, ხოლო მისი ობლიგაციები საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, კერძოდ კი, სარეზერვო მოთხოვნების პირობებს გამოყენებულ იქნას რეპო ტრანზაქციებში და ნულოვანი რისკის შეწონვა გააჩნია.  

„მივესალმებით აზიის განვითარების ბანკის ინიციატივას ხელი შეუწყოს ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებას. მხარს ვუჭერთ აზიის განვითარების ბანკის მზარდ ინტერესს ლარში დენომინირებული ობლიგაციების მიმართ და ვიმედოვნებთ აღნიშნული ტრანზაქცია მეტად მოიზიდავს საერთაშორისო და ადგილობრივ ინვესტორებს”, განმარტა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

აზიის განვითარების ბანკი რეგულარულად მონაწილეობს მსხვილ საერთაშორისო სასესხო ტრანზაქციებში, მაგრამ ასევე უზრუნველყოფს ობლიგაციების გამოშვებას აზიის განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე რათა ხელი შეუწყოს ადგილობრივი სასესხო ინსტრუმენტების განვითარებას, როგორც საბანკო სესხის ალტერნატივას. 2016 წლის განმავლობაში აზიის განვითარების ბანკი კაპიტალის ბაზრებიდან $20 მილიარდის მოზიდვას გეგმავს.      

აზიის განვითარების ბანკი, რომლის სათავო ოფისი მანილაში, ფილიპინებზე მდებარეობს, მიზნად ისახავს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში სიღარიბის დონის შემცირებას ეკონომიკური ზრდის, გარემოსდაცვითი ღონისძიებების და რეგიონული ინტეგრაციის მეშვეობით. დაარსდა რა 1966 წელს, ბანკი განვითარების ხელშეწყობის 50 წლის იუბილეს აღნიშნავს 2016 წლის დეკემბერში. ბანკი 67 წევრ ქვეყანას აერთიანებს, საიდანაც 48 აღნიშნული რეგიონის წარმომადგენელია. 2015 წლის მდგომარეობით აზიის განვითარების ბანკის დახმარებამ 27.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, 10.7 მილიარდი აშშ დოლარი  თანადაფინანსების ჩათვლით.   

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge