ირაკლი კობახიძე ჯონ ქერის საქართველოში ვიზიტს უმნიშვნელოვანეს მოვლენად აფასებს
- პოლიტიკა
- 06.07.2016
- 14:49
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ჯონ ქერის საქართველოში ვიზიტს უმნიშვნელოვანეს მოვლენად აფასებს. ამის შესახებ განცხადება ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას დასავლურ სტრუქტურებში.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენთვის, რომელიც აუცილებლად ხელს შეუწყობს ჩვენს შემდგომ ინტეგრაციას დასავლურ სტრუქტურებში, დასავლურ სივრცეში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია , ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ბატონი ჯონ ქერის ვიზიტს“,-დასძინა ირაკლი კობახიძემ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200