ნინოწმინდაში მკვლელობა მოხდა
- სამართალი
- 06.07.2016
- 15:06
წუხელ, ნინოწმინდაში გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივების განცხადებით, გარდაცვლილი 1994 წელს დაბადებული სოფელ დიდ არაგიალის მკვიდრია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით აღიძრა, რომელიც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15-წლამდე ვადით ითვალისწინებს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200