png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ჯონ კერი: კარგად მესმის, რომ ალიანსში გაწევრება თქვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია

  • პოლიტიკა
  • 06.07.2016
  • 15:55
ჯონ კერი: კარგად მესმის, რომ ალიანსში გაწევრება თქვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია

მოხარული ვარ, რომ საქართველოს ვეწვიე ნატოს ვარშავის სამიტის წინ, რადგანაც კარგად მესმის, რომ ალიანსში გაწევრება თქვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ ვაღიარებთ თქვენს მიერ განხორციელებულ რეფორმებს,“–ამ სიტყვებით დაიწყო  აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა.

ჯონ კერის განმარტებით, ამერიკის მთავრობა ამაყობს საქართველოს განვითარებაში შეტანილი წვლილით და კარგად ესმის ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას ქვეყანა.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს თქვენ მიერ თქვენი ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში. დღესდღეობით აშშ-ის წვლილი 4.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია ჩვენი დაუღალავი მუშაობა სრატეგიული პარტნიორობის ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტზე, როგორიცაა თავდაცვა,“–განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა.

პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის 25 წლიანი თანამშრომლობით მიღწეულ შედეგებს და პარტნიორობის გაფართოების პერსპექტივებს. გამოითქვა იმედი, რომ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დღის წესრიგი ხელს შეუწყობს ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.  

გიორგი კვირიკაშვილმა და ჯონ კერიმ ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე და აღნიშნეს ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო ნატო-ს ვარშავის სამიტისგან ელოდება ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე განხორციელებული პროგრესის აღიარებას.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით მიმდინარე რეფორმები. ხაზი გაესვა რეფორმების პროცესში აშშ-ს ჩართულობის როლს.

საუბარი შეეხო  2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და მისი  თავისუფალ, გამჭვირვალე და მშვიდ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ჯონ კერის საქართველოში ვიზიტისთვის, რაც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს  მტკიცე მხარდაჭერისა და პარტნიორული ურთიერთობების გამოხატულებად შეაფასა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge