png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სპილო “გრანდი“ 21 წლის გახდა

  • საზოგადოება
  • 06.07.2016
  • 17:28
სპილო “გრანდი“ 21 წლის გახდა

სპილო “გრანდი“ 21 წლის გახდა.“ჩვენი სპილო გრანდი იუბილარია. 21 წლის გახდა. თავქარიანი თინეიჯერი აღარაა. დაღვინებული და სერიოზული ახალგაზრდა ყმაწვილია უკვე. დაოჯახებული რომაა, კი იცით. მშვენიერი მალკა უმშვენებს გვერდს. ახლა ჩვენი უმთავრესი საზრუნავი მათი გამრავლებაა. შვილიშვილის ყოლის სურვილით გულანთებული ბებია-ბაბუა რომ ოცნებობს, ნეტავ მალე დადგეს ის დღე, როცა ერთ ბავშვს ჩაგვიგორებენ კალთაშიო, ისე ვართ ჩვენც. ცოტა ხნის წინ გრანდს გამრავლების პერიოდი ჰქონდა და გაფაციცებულები ვადევნებდით თვალყურს მათ ყოველდღიურობას. ვითვლიდით დღეში რამდენჯერ, როგორ, რა ვითარებაში და რა ინტენსიურობით სიყვარულობდნენ. თუ ვინმე შეუსწრებდა ცოლ-ქმრული მოვალეობების შესრულებისას, მაშინვე მთელ ზოოპარკს ახარებდა-ხოლმე, არიქა, დავინახე, დავინახეო. ასე რომ, ახლა მოლოდინის რეჟიმში ვართ. ანუ, პატარას კი არ ველოდებით, ჯერ იმის გაგებას ველოდებით, ველოდებით თუ არა პატარას.

ჰოოოოდა, ისღა დაგვრჩენია, მივულოცოთ დაბადების დღე იუბილარს და გამრავლება ვუსურვოთ მას და მის მომხიბლავ მეუღლეს”, წერს თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია Facebook-ის გვერდზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge