png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

არჩილ გეგეშიძე ჯონ კერის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე არ გამოჩენილა

  • პოლიტიკა
  • 06.07.2016
  • 17:35
არჩილ გეგეშიძე ჯონ კერის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე არ გამოჩენილა

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე ჯონ კერის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე  არ გამოჩენილა.

2030.news-მა კითხვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით ზალაკალიანს, თუმცა მან  შესაბამის კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა.

რაც შეეხება კითხვას, როდის მოხდება რეაგირება არჩილ გეგეშიძის განცხადებებთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ უპასუხა - "მთელი დღის განმავლობაში ჩართულები ვართ მნიშვნელოვანი ვიზიტის მიმდინარეობაში. არ გვქონია შესაძლებლობა, გვესაუბრა ელჩთან. უახლოეს დღეებში გვექნება მასთან გასაუბრების საშუალება. ჩვენც გვაინტერესებს, რამდენად შეესაბამება რეალობას განცხადებები, რომელიც გაკეთდა. ჯერჯერობით ნაჩქარევია გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ გვექნება შესაბამისი რეაგირება, თუმცა დღეს გამიჭირდება კითხვაზე პასუხი, როგორი იქნება ეს რეაგირება".

როგორც ცნობილია, ელჩი გეგეშიძე საქართველოს საგარეო უწყებამ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადებების შემდეგ თბილისში გამოიძახა.

არჩილ გეგეშიძემ  რამდენიმე ხნის წინ გააკეთა განცხადება, რომ პრორუსული პოლიტიკოსების არსებობა მმართველ გუნდში ქვეყანაში არსებულ პლურალისტურ გარემოზე მიუთითებს.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ში საქართველოს ელჩის ამ განცხადებას არაკომპეტენტური უწოდა.

"ეს იყო არაკვალიფიციური ელჩის არაკომპეტენტური განცხადება და არაკომპეტენტურობა არჩილ გეგეშიძემ არაერთხელ გამოავლინა", - აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ 5 ივლისს გამართულ ბრიფინგზე. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge