პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი 3 წლიანი მუშაობის შედეგებს შეაჯამებს
- ეკონომიკა
- 06.07.2016
- 18:02
ხვალ, 7 ივლისს, 10:30-ზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი 3 წლიანი მუშაობის შედეგებს შეაჯამებს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს. მრგვალ მაგიდაში მონაწილეობას მიიღებენ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ:
- თამარ ქალდანი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი;
- შტეფენ შთორქი - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში;
- რუსუდან ტუშური - გაეროს განვითარების პროგრამა “ადამიანის უფლებები ყველასთვის” პროექტის მენეჯერი.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია.
ღონისძიება განხორციელდება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით (UNDP).
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200