ირანის პარლამენტმა ბირთვული პროგრამის შეთანხმების კანონი დაამტკიცა
- მსოფლიო
- 13.10.2015
- 12:11
ირანის პარლამენტმა ბირთვული პროგრამის შეთანხმების კანონი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო IRNA ავრცელებს.
დოკუმენტს მხარი 161-მა დეპუტატმა დაუჭირა, 59 წინააღმდეგ გამოვიდა, 13-მა კი თავი შეიკავა. შეთანხმების წინააღმდეგ გამოვიდნენ ძირითადად კონსერვატიული ბანაკის წარმომადგენლები, რომლებიც ჰასან რუჰანის მთავრობას ქვეყნის ინტერესების ღალატში ადანაშაულებენ.
როგორც ცნობილია 14 ივლისს ირანმა და ”ექვსეულმა” (აშშ, რუსეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანაი) მიაღწიეს შეთანხმებას თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ. შეთანხმების თანახმად, ისლამური რესპუბლიკა ვალდებულია საერთაშორისო ინსპექტორებისთვის სამხედრო ობიექტები გახსნას, სანაცვლოდ თეირანს სანქციებს მოუხსნიან.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200