png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ჯონ კერიმ საქართველო დატოვა

  • პოლიტიკა
  • 07.07.2016
  • 12:30
 ჯონ კერიმ საქართველო დატოვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. შეერთებული შტატების დელეგაციამ საქართველო დატოვა. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სახელმწიფო მდივნის გაცილების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ჯონ კერი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა და საქართველოში აშშ-ს ელჩმა იან კელიმ გააცილეს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი კიდევ ერთხელ შეაფასა, როგორც ვაშინგტონის მხრიდან საქართველოს მიმართ არსებული ძლიერი მხარდაჭერის გამოხატულება. მინისტრის განცხადებით აღნიშნული ვიზიტი ხელშესახები შედეგებით დასრულდა, რაც მრავალი მიმართულებით კიდევ უფრო გააღრმავებს სტრატეგიულ პარტნიორთან საქართველოს თანამშრომლობას.

„ეს ვიზიტი ხელშესახები შედეგების მომტანია საქართველოსთვის. თავად ის, რომ სახელმწიფო მდივნის ვიზიტი განხორციელდა ვარშავის სამიტის წინ, იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ აშშ საქართველოს გვერდით უდგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ძალიან მკაფიო გზავნილი მოვისმინეთ საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განუხრელი მხარდაჭერის კუთხით. მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ასევე თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით, რომ ჩვენ გვექნება ძალიან მტკიცე მხარდაჭერა და კონკრეტული მხარდაჭერა აშშ-ს მხრიდან და ამის დასტურია ის მემორანდუმი, რომელიც გაფორმდა გუშინ. გაღრმავდება ჩვენი ურთიერთობები განათლების სფეროში, ეკონომიკური მიმართულებით, ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი კონკრეტული შედეგებით დატვირთული ვიზიტი“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს 2016 წლის 6-7 ივლისს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის სახელწმიფო მდივნის თავმჯდომარეობით. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ და ურთიერთგაგების მემორანდუმს საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის შესახებ. მხარეებმა ასევე გამოაცხადეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ახალი პროექტის „ზრდა“ დაწყების შესახებ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge