png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის განსახორციელებლად უწყებათაშორისი კომისია შეიქმნება

  • საზოგადოება
  • 07.07.2016
  • 17:33
საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის განსახორციელებლად უწყებათაშორისი კომისია შეიქმნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისია და  ეროვნული  საგზაო უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომლებიც საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ - ეს გადაწყვეტილება 7 ივლისის მთავრობის სხდომაზე მიიღეს. „საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის“ შესახებ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გააკეთა.

ოთარ იაშაღაშვილის განმარტებით, კომისია და სამუშაო ჯგუფი უზრუნველყოფენ კომუნიკაციას, კოორდინაციას და საგზაო უსაფრთხოების  სფეროში  უწყებათაშორის  შეთანხმებას მაღალი დონის სტრატეგიაზე, პროგრამებსა და პროექტებზე, ასევე კოორდინაციას გაუწევენ საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებას.

„საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გლობალური ექსპერტების მიერ რეკომენდებულ ახალ მიმართულებებს, საქართველოში წარმატებული და მდგრადი გრძელვადიანი საგზაო უსაფრთხოების მართვისთვის. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პროგრესი მიღწეულ იქნა ავტოტრანსპორტის რეგისტრაციის დონის ზრდასთან დაკავშირებით, საჭიროა ახალი ეტაპების განხორციელება, რომ საქართველომ მიაღწიოს კიდევ უფრო გაუმჯობესებულ შედეგებს და წარმატებას საგზაო უსაფრთხოების საქმიანობებში“ - განუცხადა ჟურნალისტებს ოთარ იაშაღაშვილმა.

მისივე თქმით, პარტნიორ წამყვან სახელმწიფო დაწესებულებებთან და საგზაო უსაფრთხოებით დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციით შემუშავებული ეს სტრატეგია მოიცავს ახალ გრძელვადიან ხედვას და მიზნებს საქართველოში საგზაო უსაფრთხოებისთვის. ამასთან, შემუშავდება სამოქმედო გეგმა, რომელიც თანხვედრაში მოვა სტრატეგიის მიზნებთან.

„მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ შედეგების მისაღწევად საგზაო უსაფრთხოებაში უნდა განხორციელდეს გრძელვადიანი ინვესტიციები მთელ რიგ სექტორებში: მართვაში, ინსტიტუციებში, ინფრასტრუქტურაში, საავტომობილო პარკში, ლიცენზირების სტანდარტებში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ქცევის წესებსა და ჯანდაცვის სისტემაში. საერთაშორისო პრაქტიკა  მიუთითებს, რომ აუცილებელია თანმიმდევრული ქმედებების განსაზღვრა სტრატეგიის შემუშავების, განვითარებისა და კონსოლიდაციის ფაზებთან დამოკიდებულებაში“ - აღნიშნა იაშაღაშვილმა

საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად ჩართულნი არიან  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია და სხვა შესაბამისი უწყებები.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge