primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

ხვალ, ევროკავშირის პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება ადგილობრივი დემოკრატიისთვის“ დასკვნითი კონფერენცია გაიმართება

  • სამართალი
  • 07.07.2016
  • 17:46
ხვალ, ევროკავშირის პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება ადგილობრივი დემოკრატიისთვის“ დასკვნითი კონფერენცია გაიმართება

 

8 ივლისს, 10.00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართება ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბური  პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება ადგილობრივი დემოკრატიისთვის“ დასკვნითი კონფერენცია.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოადგილე სტეფან სტორკი,  ევროკავშირის დელეგაციის სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის პროექტის მენეჯერი დომინიკა სკუბიდა,  ასევე საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის  წევრები,  საქართველოს მუნიციპალიტეტების მერები, გამგებლები და საკრებულოების წარმომადგენლები, ევროპის ასოციაციის ადგილობრივი დემოკრატიის აღმოსავლეთ პარტნიორობის (ALDA) ხელმძღვანელი პირები და „PEOPLE IN NEED”, “CARE”, “GSI” და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენციას ასევე დაესწრება ოცამდე ქართული არასამთავრობო ორგანიზააცის ხელმძღვანელი პირი და ოცდაათამდე თემის ლიდერი.

კონფერენციის ორგანიზატორია „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია“ (NALAG), რომელიც საქართველოს ყველა თვითმმართველ ერთეულს აერთიანებს.

კონფერენციაზე განიხილავენ და შეაჯამებენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებს და შეაფასებენ იმ შედეგებს, რომლებსაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ ევროკავშირის დახმარებით მიაღწია საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ამაღლების კუთხით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge