png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

პრეზიდენტი მზადაა, სასამართლო სისტემის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით, კონსულტაციები დაიწყოს ყველა საპარლამენტო ფრაქციასთან

  • პოლიტიკა
  • 07.07.2016
  • 18:06
პრეზიდენტი მზადაა, სასამართლო სისტემის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით, კონსულტაციები დაიწყოს ყველა საპარლამენტო ფრაქციასთან
საქართველოს პრეზიდენტი მზადაა, სასამართლო სისტემის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით, კონსულტაციები დაიწყოს ყველა საპარლამენტო ფრაქციასთან, რომელსაც სასამართლო ხელისუფლების მომავალი აღელვებს.
პრეზიდენტი ასევე მზადაა, კონსულტაციები გამართოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის თარიღთან დაკავშირებით.
აღნიშნული განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ დღეს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
პრეზიდენტის დავალებით, კი, ანა დოლიძე მზადაა, დაინტერესებულ ფრაქციებთან კონსულტაციები ხვალიდანვე აწარმოოს.
ანა დოლიძემ ჟურნალისტებს გიორგი მარგველაშვილის აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი განუმარტა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტს არაერთხელ განუცხადებია, რომ საქართველოს სასამართლო ხელისუფლებას სჭირდება ტრანსფორმაცია, ანუ ძირეული, მყისიერი და ფართომასშტაბიანი რეფორმა.
„ამჟამად, იუსტიციის საბჭოში მიმდინარეობს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი, რომლის შედეგად უნდა დაინიშნოს დაახლოებით, 65 მოსამართლე.
სამოქალაქო საზოგადოების ნაწილში არსებობს მოსაზრება, რომ ეს კონკურსი ჩატარდა გაუმჭვირვალედ, დარღვევებით და მასში მონაწილეობდა რამდენიმე კანდიდატი, რომელთა პროფესიული ბიოგრაფია კითხვის ნიშნებს აჩენს საზოგადოებაში.
შესაბამისად, არსებობს საშიშროება, რომ ამ გასაუბრების შედეგად სასამართლო დაკომპლექტდეს მოსამართლის მანტიასთან შეუსაბამო კანდიდატებით, რაც კიდევ ერთხელ ასუსტებს სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობას.
ჩვენი აზრით, ამ მძიმე შედეგის გარკვეულწილად, თავიდან ასაცილებლად და დაზღვევისათვის, შეიძლება, რომ პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღოს სასამართლო რეფორმის ე.წ. „მესამე ტალღა", რომელიც 27 აპრილის შემდეგ გაუგებარი მიზეზითაა გაჩერებული და რომლის მიღებაც ვერ მოხერხდა ამ თარიღის შემდეგ", - განაცხადა ანა დოლიძემ.
 
 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge