png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

გიგი წერეთელი: ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა რათა რუსეთს თავისი მიზნისთვის მიეღწია

  • პოლიტიკა
  • 08.07.2016
  • 18:10
გიგი წერეთელი: ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა რათა რუსეთს თავისი მიზნისთვის მიეღწია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა გიგი წერეთელმა ეუთოს საპარლამენტო ამაბლეის  თბილისში გამართული სესია შეაფასა, რომლის ფარგლებშიც ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რათა ქვეყნის ინტერესები, ვიწროპარტიული ინტერესებით შეეცვალა.

„უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში საკმაოდ მაღალ დონეზე ჩატარდა. ჩვენ მივიღეთ თბილისის დეკლარაცია, სადაც საქართველოში კომფლიქტის შესახებ მნიშვენლოვანი ჩანაწერებია.

საქართველოს ამ ასამბლეაზე  შანსი ჰქონდა კიდევ უფრო მყარი პოზიციები ჰქონოდა და აქტიურად ეწარმოებინა თავისი პოლიტიკა როგორც ევროინტეგრაციის, ასევე საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის კუთხით, დევნილთა დაბრუნებისა და საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის;  შანსები იმის, რომ საქართველოს წარმომადგენელი ეუთოს პრეზიდენტი გამხდარიყო, ძალიან მაღალი იყო, ამაზე ის რეაქციები და გააფთრებული ბრძოლა მეტყველებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩემს წინააღმდეგ წარიმართა. ეს საკმაოდ დასანანი ფაქტია. ისე გამოვიდა, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა რათა რუსეთს თავისი მიზნისთვის მიეღწია.

ვფიქრობ,  ეს ძალიან დასანანი ფაქტია და მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება არა საქართველოს ინტერესებიდან, არამედ ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა. დაიკარგება  შესაძლებლობები, რომლითაც  ჩვენს ქვეყანას უფრო მეტი გავლენა ექნებოდა საერთაშორისო პოლიტიკურ პროცესებზე.

მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დღეების განმავლობაში საქართველოს მხარდაჭერას გამოხატავდა და არა კონკრეტულად გიგი წერეთლის.

არ შემიძლია არ ავღნიშნო  საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია, რომელმაც ნამდვილად სახელმწიფოებრივი არჩევანი გააკეთა.

მე ვრჩები ამ ასამბლეის ვიცე პრეზიდენტად და ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის თავმჯდომარედ", - განაცხადა გიგი წერეთელმა.


გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge