primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

შიდა ქართლის დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრობლემის მთლიანად გადაჭრა 2017 წელს იგეგმება, - კვ

  • პოლიტიკა
  • 31.07.2016
  • 18:13
შიდა ქართლის დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრობლემის მთლიანად გადაჭრა 2017 წელს იგეგმება, - კვ

შიდა ქართლის დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრობლემის მთლიანად გადაჭრა 2017 წელს იგეგმება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გორში განაცხადა, სადაც შიდა ქართლის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

გიორგი კვირიკაშვილი განსაკუთრებით მიესალმა დევნილებს და მათ გამძლეობისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა მათ ცხოვრების უკეთესი პირობები შეუქმნას - ძალიან ბევრ ოჯახს უკვე გადაეცა ბინა და დღეს ისინი საკუთარ ჭერქვეშ ცხოვრობენ.

„ჩვენ ყურადღებას და მზრუნველობას არ ვაკლებთ საზღვრისპირა სოფლებს, განვახორციელეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, შეუმსუბუქებს ცხოვრებას ჩვენს ხალხს, რომლებსაც მორალურადაც და ფიზიკურადაც ურთულეს პირობებში უწევთ ცხოვრება. მინდა მათ გამძლეობა ვუსურვო და ვუთხრა, რომ ჩვენ, სახელმწიფო, მათ გვერდით ვართ. საოკუპაციო ზოლთან არსებულ ყველა სოფელში, და ასეთია 56 სოფელი, უკვე დასრულდა გაზიფიცირება და დღეისთვის ყველა უზრუნველყოფილია გაზით. ასევე, ყველა ეს სოფელი გამრიცხველიანებულია. 19 სოფელში მოეწყო წყალმომარაგების სისტემა, 2017 წლის ბოლომდე კი ყველა სოფელს ექნება წყალი. 17 სოფელში ავაშენეთ ამბულატორია. ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს და ვეხმარებით ამ ზონაში მცხოვრებ ახალგაზრდებს განათლების მიღებაში - ვაფინანსებთ მათ ბაკალავრიატს და სამაგისტრო სწავლის საფასურს. მინდა გითხრათ, რომ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ, რათა ამ სოფლების მოსახლეობას მორალური ტვირთი შევუმსუბუქოთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, შეიქმნა საფუძველი ქვეყანაში სწრაფი ეკონომიკური განვითარების დასაწყებად, რაც კონკრეტულ შედეგებს, ახალ სამუშაო ადგილებს და კეთილდღეობას მოუტანს თითოეულ ოჯახს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, საგადასახადო რეფორმა და მეწარმეობის ხელშეწყობა, ეკონომიკაზე ორიენტირებული განათლება, გამართული ინფრასტრუქტურა, მმართველობის ეფექტიანი სისტემა არის ის, რაც ადამიანების ცხოვრებას მაქსიმალურად უკეთესობისკენ შეცვლის.

„რა თქმა უნდა, როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, არც ერთ ჩვენგანს არ აქვს თვითკმაყოფილების გრძნობა. ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რამხელა განსხვავებაა ცხოვრების დონეებში, ჩვენს დედაქალაქსა და რეგიონებში, მაგრამ ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელსაც არ გააჩნია დისტანცია საკუთარ მოსახლეობასთან, დღეს აღარ არის ნაპრალი საქართველოს მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის, დღეს ჩვენ ერთად ვდგავართ და მხოლოდ ერთად დგომით და გაერთიანებით შევძლებთ ყველა ჩვენგანის პრობლემის გადაწყვეტას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge