png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს

  • კულტურა
  • 12.11.2026
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს

ქართველი მსახიობი კახა კინწურაშვილი ახალ საერთაშორისო კინოპროექტში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს. საუბარია უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ისტორიულ დრამაზე The Revolution According to Kamo.

გადაღებების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში გაიმართება. კინწურაშვილთან ერთად ფილმში სხვა ქართველი მსახიობებიც მონაწილეობენ. „რევოლუცია კამოს მიხედვით“ კორნელ მუნდრუცოს ახალი ნამუშევარია. უნგრელი კინორეჟისორი ფართოდ არის ცნობილი ფილმებით Pieces of a Woman და  White God.

სცენარის ავტორია პაველ პავლიკოვსკი, რომლის ფილმმა „იდა“ „ოსკარი“ მოიპოვა. რეჟისორი ასევე ცნობილია ფილმით „ცივი ომი“.

ფილმის მოქმედება რუსეთის იმპერიის დაშლის ფონზე ვითარდება. სიუჟეტის ცენტრშია სიმონ ტერ-პეტროსიანის, მეტსახელად კამოს, და სოსო ჯუღაშვილის, შემდგომში იოსებ სტალინის სახელით ცნობილი, მეგობრობა.

თხრობა რამდენიმე ათწლეულს მოიცავს და მთავარი გმირების ბავშვობიდან იწყება. ფილმი გვიჩვენებს, როგორ ჩაერთნენ მეგობრები რევოლუციურ საქმიანობაში და რა შედეგები მოჰყვა ამას.

კახა კინწურაშვილი თეატრისა და კინოს მსახიობია, რომელიც ცნობილია ქართულ ფილმებში შესრულებული როლებით, მათ შორის დეა კულუმბეგაშვილის ნამუშევრებში „დასაწყისი“ და „აპრილი“. საქართველოში კინწურაშვილს იცნობენ როგორც შემოქმედებითი საქმიანობით, ისე აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციით -ის არაერთხელ მონაწილეობდა ანტისამთავრობო და პროევროპულ საპროტესტო აქციებში.

 

ტეგები:
  • კახა კინწურაშვილი
  • კორნელ მუნდრუცო
  • ჰოლივუდი
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
როგორც იუწყებიან, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო - ილია თოფურია
  • 07:54
როგორც იუწყებიან, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო - ილია თოფურია
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ომის შესაჩერებლად ტერიტორია უნდა დავთმოთ... ამგვარად საუბარი შეუძლებელია - ზელენსკი
  • 07:53
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ომის შესაჩერებლად ტერიტორია უნდა დავთმოთ... ამგვარად საუბარი შეუძლებელია - ზელენსკი
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge