გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას შიდა ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა
- პოლიტიკა
- 31.07.2016
- 19:00
ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას შიდა ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ქალაქ გორში წარმოადგენს იოსებ მაკრახიძე, გორის რაიონში თენგიზ ხუბულური, ხაშურში ვალერი გელაშვილი, ქარელში გიორგი თოთლაძე, კასპში კი ირაკლი მეზურნიშვილი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლა აგვისტოს ომის გახსენებით დაიწყო და დარუპულ გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. „ „ქედს ვიხრი ამ მხარის გმირობის წინაშე, ქედს ვიხრი თითოეული ქთვენგანის წინაშე, უპირველეს ყოვლისა, მინდა ჩემი პატივისცემა დაგიდასტუროთ და გითხრათ - დღეს რომ ქართლი და მთლიანად საქართველო ისევ ფეხზე დგას, თქვენი გამძლეობის, თქვენი თავდადებისა და სამშობლოს ერთგულების დამსახურებაა“, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გორში შეკრებილ მოსახლეობას. „სამწუხაროა, რომ ქართველებს 21-ე საუკუნეში ისევ მოგვიხდა სისხლისღვრა საკუთარი მიწისთვის, ბრძოლა სამშობლოსთვის და აქაც ქართლმა კიდევ ერთხელ საკუთარ თავზე მიიღო დარტყმა, კიდევ ერთხელ შეასრულა მისია, რომელიც მას ისტორიულად ყოველთვის ქონდა. დღეს კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო აგვისტოს ომში დაღუპულები და კიდევ ერთხელ პატივი მივაგო მათ ხსოვნას. ქედს ვიხრით ყველანი მათი უკვდავი სულების წინაშე“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას . მთავრობის მეთაურმა მშვიდობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი საზრუნავი ქვეყანაში ნებისმიერი საფრთხისა და პროვოკაციის თავიდან აცილება და მშვიდობის შენარჩუნებაა. „როდესაც „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ბრძოლაში ერთვებოდა, ჩვენი მიზანი იყო გონივრული პოლიტიკის გატარება და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, ნებისმიერი საფრთხისა და პროვოკაციის თავიდან აცილება და ჩვენ ეს მოვახერხეთ. თუმცა საფრთხე არ გამქრალა, დღესაც დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ და დიდი ძალისხმევა გვჭირდება, რომ შევინარჩუნოთ ეს ძნელად მოპოვებული მშვიდობა. ქართველებს არც წარსულისა და არც მომავლის წინაშე უფლება არა გვაქვს ნაჩქარევად მივიღოთ გადაწყვეტილებები. ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ წარსულის შეცდომები. თუმცა, არასოდეს შევეგუებით ჩვენი ტერიტორიის ჩვენი მიწა-წყლის ოკუპაციას და ყველა მშვიდობიანი ხერხით ვიბრძოლებთ ჩვენი სამშობლოს გამთლიანებისთვის“.-განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილი დევნილებს გამძლეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მთავრობა მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებითვის ძალ-ღონეს არ იშურებს „მინდა მივესალმო დევნილებს და მადლობა ვუთხრა მათ გამძლეობისთვის. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მათ ცხოვრების უკეთესი პირობები შევუქმნათ. ჩვენ ძალიან ბევრ ოჯახს უკვე გადავეცით ბინა და დღეს ეს ხალხი საკუთარ ჭერქვეშ ცხოვრობს.