საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია იქნება
- პოლიტიკა
- 01.08.2016
- 17:10
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია იქნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე წარადგინა.
ლევან იზორიამ მინისტრის თანამდებობაზე "რესპუბლიკელი" თინა ხიდაშელი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა ოფიციალურად დღეს დატოვა. ის თავდაცვის მინისტრის პოსტს 2015 წლის 1 მაისიდან იკავებდა.
გიორგი კვირიკაშვილს ხიდაშელმა გადადგომის შესახებ 28 ივლისს მიმართა.
ლევან იზორია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200