png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

პრემიერ–მინისტრმა მთავრობის ახალ წევრებს წარმატებები უსურვა

  • პოლიტიკა
  • 03.08.2016
  • 10:07
პრემიერ–მინისტრმა მთავრობის ახალ წევრებს წარმატებები უსურვა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს–თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ მათი საქმიანობა წარმატებული იქნება.

„მივესალმები ჩვენი მთავრობის ორ ახალ წევრს– ქალბატონ ქეთი ციხელაშვილს და ლევან იზორიას, მინდა ვუსურვო მათ წარმატებები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გუნდი რჩება კონსოლიდირებული. ძალიან კვალიფიციური ორი ახალი წევრი შემოგვემატა და დარწმუნებული ვარ, რომ ორივე უწყება იქნება ძალიან წარმატებული და ბევრი კარგი საქმე გაკეთდება ორივე მიმართულებით,“–აღნიშნა პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე წარმატებები უსურვა აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს. მისივე განმარტებით, სამთავრობო ცვლილება განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ ყოფილი თავმჯდომარე– არჩილ ხაბაძე საარჩევნო პროცესში ჩაერთვება. 

„წარმატება მინდა ვუსურვო აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს. მან ძალიან ეფექტურად დაიწომოღვაწობა აჭარაში. ზურაბი გახლავთ ყოფილი დიპლომატი, ერთ–ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი ჩვენი დიპლომატიური კორპუსის და დარწმუნებული ვარ, რომ იგი ასევე წარმატებული მთავრობის თავმჯდომარე იქნება. რაც შეეხება არჩილ ხაბაძეს, არჩევნებთან დაკავშირებით მას მოუწევს უკვე საარჩევნო პროცესში ჩართვა და ეს ცვლილება სწორედ ამით იყო განპირობებული. მინდა, გადავუხადო მას მადლობა და ასევე წარმატება ვუსურვო ჩვენს გუნდთან ერთად უკვე არჩევნების პროცესში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“–განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
როგორც იუწყებიან, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო - ილია თოფურია
  • 07:54
როგორც იუწყებიან, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო - ილია თოფურია
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ომის შესაჩერებლად ტერიტორია უნდა დავთმოთ... ამგვარად საუბარი შეუძლებელია - ზელენსკი
  • 07:53
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ომის შესაჩერებლად ტერიტორია უნდა დავთმოთ... ამგვარად საუბარი შეუძლებელია - ზელენსკი
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge