png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ხიდაშელი იზორიას: ერთი ეპიზოდი გამახსენდა - შენი უახლოესი ნათესავების დანის ტრიალი ჩხოროწყუში, გემახსოვრება, ჩემი და შენი შესკდომა ამ ფაქტის ხელის დაფარების გამო

  • პოლიტიკა
  • 07.08.2016
  • 13:03
ხიდაშელი იზორიას:  ერთი ეპიზოდი გამახსენდა - შენი უახლოესი ნათესავების დანის ტრიალი ჩხოროწყუში,  გემახსოვრება, ჩემი და შენი შესკდომა ამ ფაქტის ხელის დაფარების გამო

რესპუნლიკური პარტიის წევრი, ყოფილი თავდაცვის  მინისტრი ამჟამინდელ თავდაცის მინისტრს ლევან იზორიას ფეისბუქის საშუალებით პასუხობს:

„ქვეყნის და საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, ბატონ ლევან იზორიაზე, როგორც თავდაცვის მინისტრზე, შევეცდები უახლოეს 2 თვეში არაფერი ვთქვა, თუ ძალიან, ძალიან, ძალიან ცუდი არაფერი გააკეთა.

იქაურობა იმდენად ძვირფასია ჩემთვის, რომ თავდაცვის სამინისტროს და ჯარის პრესტიჟს, სახელს, პატივს ნებისმიერ პირობებში შევეცდები ბოლომდე გავუფრთხილდე და მოვეფერო!

დანარჩენს რაც შეეხება, ბუნებრივია არ ვაპირებ ვისმინო და გავატარო.

პირად შეურაცხყოფას რომ ვერ გაექცა, ეს სამწუხაროა, მაგრამ მისი პრობლემაა. ამას არ შევეხები. მასზე პირადად პირველივე დღეს ვისაუბრე პალიტრის ეთერში და ვისაც გაინტერესებთ ნახეთ. შევეცადე მხოლოდ კარგი გამხსენებოდა :)

ახლა რაც შეეხება „ოდეერების“ თემას. ტყუილია ყველა სიტყვა, რომელიც ამ საკითხზე გუშინ მოვისმინეთ ლევან იზორიასგან “პოლიტიკაში”

  1. ამ 4 წლის მანძილზე ერთი დღე და ერთი ღამე არ ყოფილა, ამ თემაზე რომ არ მელაპარაკა ან მე, ან ჩემს მეგობრებს.
  2. მონსტრი შსს-დან სუს-ის გამოყოფა - „რესპუბლიკელების“ დაჟინებული მოთხოვნით მოხდა,
  3. მოსმენების კანონი - რესპუბლიკელების ალტერნატივა (სწორედ სუს-ს ეხებოდა),
  4. „ოდეერების“ კანონი — რესპუბლიკელების ალტერნატივა (სწორედ სუსს ეხებოდა),
  5. ფარული ვიდეოების გავრცელება და სრული უსუსურობა და უუნარობა, რომელიც თქვენ გამოიჩინეთ (სწორედ სუს-ს ეხებოდა). ყველა ეს საკითხი ცხარე დებატების რეჟიმში მიმდინარეობდა და სწორედ „რესპუბლიკელები“ ვიყავით ეპიცენტრში.
  6. ვიდეო არქივები არსებობს, ხმის მიცემის ისტორია პარლამენტში, და ახლა, თუ მაინცდამიანც იმას არ ვამბობდი, რომ ჩემს ტელეფონს უსმენთ-მეთქი მხოლოდ იმის ბრალია, რომ ვახო გომელაურს, პირადად ძალიან დიდი პატივს ვცემ და მისი ნამდვილად მჯერა.
  7. გუშინ ეთერში ბატონი მინისტრი ამბობდა, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში უნნივერსიტეტის სტუდენტები „ოდეერების“ მხრიდან ჩარევაზე რომ საუბრობდნენ არა დამაჯარებელია, ვინაიდნ შეეძლოთ ჩაეწერათ ეს ამბები და მერე პასუხს მოვთხოვდითო.

სამწუხაროდ, ბატონო ლევან, 4 წლის მანძილზე ჩემი და შენი პოლიტიკური პაექრობის ერთი ეპიზოდი გამახსენდა. შენი უახლოესი ნათესავების დანის ტრიალი ჩხოროწყუში, სხვათა შორის, ქართული ოცნების ოფისში (მაშინ სწორედ ვიდეო ჩანაწერი გამოვგზავნეთ ჩხოროწყუდან დანების ტრიალზე) და გემახსოვრება, ჩემი და შენი შესკდომა ამ ფაქტის ხელის დაფარების გამო.

ჩხოროწყუში კარგად ახსოვთ.

  1. სწორედ ოდეერების საკითხზე ვიკამათეთ მე და შენ მწვავედ მთავრობის სხდომაზე (იმედია ჩანაწერები არსებობს მთავრობის სხდომის), როდესაც იმ მრავალტანჯული კანონის გვერდის ავლით შემოგქონდა დებულება, სადაც სუსი ყველა უწყების გენინსპექციის, შიდა აუდიტის, საფინანსო და შეყიდვების დეპარტამენტის, საერთაშორისო და პრტოკოლის დეპარტამენტების ფუნქციებს ითავსებდა. სწორედ იმიტომ რომ ჩემი ხმა არ გქონდა, ვერ გავიდა იმ სხდომაზე ეს პროექტი მაშინ. მერე არაფორმალურად დაიწყეთ იმის კეთება, რაც დებულებით ვერ დაკანონდა, თუმცა ჩემი ერთ ერთი მივლინების დროს მაინც გაიტანეთ მთავრობაზე.
  2. და ბოლოს, ეხლა უკვე გასაგებია რას გულისხმობდა პრემიერ-მინისტრი მთავრობის განახლებული გუნდის ჰომოგენურობაში (ანუ წინა შემადგენლობის არაჰომოგენურობაში) - სხვა პარტიის წარმომადგენელი მინისტრის საჯარო აქტურობაა თურმე სახელმწიფოსა და ქვეყანის ინტერესების საწინააღმდეგო, თორემ იმავე პოსტზე თანაპარტიელის იგივე ქმედება საქვეყნო საქმეა!..
  3. პარტიის და სახელმწიფოს, სახელმწიფო უსაფრთხოების და მმართველი გუნდის სახელისუფლებო უსაფრთხოების ერთმანეთთან მორიგ ჯერზე გაიგივება კარგს კვლავ არაფერს მოიტანს, თორემ არჩევანი თქვენია... მე კი რაც არ უნდა პოლიტიკურ პაექრობაში ვიყო ჩართული ვინმესთან, ყოველთვის მზად ვიქნები თავდაცვის სფეროში გასატარებელი იმ რეფორმების გაგრძელბა-დაწყებაში დავუდგე გვერდში ყველას, რომლებიც წასვლის წინ პრემიერისთვის, ჩემს მიერ გადაცემულ 50-გვერდიან „ანდერძშია“ მითითებული“.
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
როგორც იუწყებიან, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო - ილია თოფურია
  • 07:54
როგორც იუწყებიან, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო - ილია თოფურია
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ომის შესაჩერებლად ტერიტორია უნდა დავთმოთ... ამგვარად საუბარი შეუძლებელია - ზელენსკი
  • 07:53
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ომის შესაჩერებლად ტერიტორია უნდა დავთმოთ... ამგვარად საუბარი შეუძლებელია - ზელენსკი
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge