png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენ პირველი ხელისუფლება ვართ, ვინც ომის გარეშე ვაცხოვრეთ ქვეყანა

  • პოლიტიკა
  • 08.08.2016
  • 17:52
დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენ პირველი ხელისუფლება ვართ, ვინც ომის გარეშე ვაცხოვრეთ ქვეყანა

 

დღეს, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ბიწმენდში, ზაქაროსა და ნიჩბისში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების საფლავი გვირგვინით შეამკო და მათი  ოჯახები მოინახულა. დეპუტატი ოჯახის წევრებს გაესაუბრა, კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და მადლობა გადაუხადა მათი შვილების გმირობისთვის. მისი თქმით, ხელისუფლებამ განსაკუთრებულად დააფასა ომში დაღუპულთა ოჯახები და მათ 2014 წლიდან 1000-ლარიანი დახმარება ეძლევათ ყოველთვიურად.

„მართალია, ვერანაირი თანხით ამ ოჯახების ტკივილს ვერ განვაქარვებთ, მაგრამ ეს არის ხელისუფლების დამოკიდებულება ომში დაღუპულთა ოჯახებისადმი. ისინი გმირები იყვნენ და გმირებს შესაბამისი პატივი სჭირდებათ. საქართველოს ისტორია საგმირო საქმეებით, თუმცა, ვისურვებდი, რომ ტკივილიანი გმირები აღარ დაგვჭირვებოდეს. ჩვენ პირველი ხელისუფლება ვართ ბოლო 27 წლის მანძილზე, ვინც ომის გარეშე ვაცხოვრეთ ქვეყანა. დღეს სახელმწიფოს გონივრული საგარეო პოლიტიკა მართავს და ხალხმაც გაიგო სიმშვიდის ფასი. ყოველი წლის 8 აგვისტო ქართველი ხალხისთვის გაუაზრებელი პოლიტიკის მწარე მოგონება იქნება.

განსაკუთრებით მძიმეა დღევანდელი დღე მცხეთის რაიონისთვის, სადაც გვყვანან ახალგორის, დიდი და პატარა ლიახვის, ქურთის და სხვა დასახლებების დროებით გადაადგილებული პირები. როგორი უზრუნველი ცხოვრებაც არ უნდა შევუქმნათ მათ მცხეთის მიწაზე, საკუთარ ფუძეს მოწყვეტილნი მუდმივად ტკივილიან მოგონებებში იქნებიან.  ჩვენი  ვალია, მათ ეს ტკივილი შეძლებისდაგვარად შევუმსუბუქოთ და უკან დაბრუნების იმედით განვაგრძოთ გონივრული სამშვიდობო პოლიტიკა“, აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

დიმიტრი ხუნდაძემ დღესვე წეროვანში, აგვისტოს ომში დაღუპულთა  ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკო.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
როგორც იუწყებიან, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო - ილია თოფურია
  • 07:54
როგორც იუწყებიან, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო - ილია თოფურია
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ომის შესაჩერებლად ტერიტორია უნდა დავთმოთ... ამგვარად საუბარი შეუძლებელია - ზელენსკი
  • 07:53
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ომის შესაჩერებლად ტერიტორია უნდა დავთმოთ... ამგვარად საუბარი შეუძლებელია - ზელენსკი
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge