primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლის შეხვედრა ადგილობრივი და საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების წარმომადგენელებთან

  • პოლიტიკა
  • 11.08.2016
  • 10:38
საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლის შეხვედრა ადგილობრივი და საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების წარმომადგენელებთან

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე ადგილობრივი და საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ის პრობლემური საკითხები განიხილეს, რომლებიც აუდიტორული კომპანიების წინაშე დგას. შეხვედრის დასრულების შემდეგ მაიამელიქიძის განცხადებით სამი ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა. ერთ-ერთი მათ შორის მოგების გადასახადის გაუქმებას და მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე გადასვლას ეხება, რომელიც 2017წლის 1 იანვრიდან შედის ძალაში. ესტონური მოდელის მიხედვით, კომპანიები არ გადაიხდიან მოგების გადასახადს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ისინი გაიტანენ დივიდენდს, დაიბეგრება მხოლოდდივიდენდები. „პრემიერმინისტრის ინიციატივა მისასალმებელია, რადგან მოხდება თანხის ინვესტირება კერძო სექტორში. აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლებიც პოზიტიურად აფასებენესტონურ მოდელზე გადასვლას, თუმცა, მათი აზრით კარგი იქნება თუ კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს მიეცემათ არჩევანის საშუალება, რადგან ამ პროცესს თან სდევს გარკვეული ხარვეზები,რომლებმაც შესაძლებელია პრაქტიკაში იჩინონ თავი. ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან, თუ რამდენად მზად არის შემოსავლების სამსახური ესტონურ მოდელზე გადასასვლელად,"-განაცხადა მაია მელიქიძემ.

შეხვედრისას ასევე საუბარი შეეხო საგადასახადო კოდექსის გარკვეულ კომპონენტებს, რომლის ინტერპრეტაციას ბიზნესი და თავის მხრივ სახელმწიფო თავისებურად ახდენს. პრეზიდენტის მრჩევლისგანცხადებით აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლები ხშირად ეჯახებიან ამ პრობლემას კონსულტაციის გაწევისას, რადგან რთულია განსაზღვრო კონკრეტული მუხლის როგორი ინტერპრეტაციაშეიძლება გააკეთდეს ისე, რომ კომპანია არ დაზარალდეს. „საგადასახადო პოსტულატების ინტერპრეტაცია ბუნდოვანებას ქმნის კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, რადგან კერძო სექტორი ერთიმიმართულებით აკეთებს ინერპრეტაციას, ხოლო სახლემწიფო სექტორმა შესაძლებელია სხვა მიმართულებით მოახდინოს ინტერპრეტაცია. თუკი შეიქმნება საგადასახადო კოდექსის პოსტულატებისუნივერსალური ინტერპრეტაცია ძალიან კარგი და მისაღები იქნება აუდიტორული კომპანიებისთვის, იმიტომ რომ მათ ხშირად უწევთ კონსულტაცია გაუწიონ კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს დაძალიან ხშირად ექმნებათ გარკვეული სირთულეები კონსულტაციის გაწევის პროცესში,"- აღნიშნა მაია მელიქიძემ.

პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით აუდიტორული კომპანიის წარმომადგენლებისთვის ასევე პრობლემას წარმოადგენს ინვესტიციის, როგორც ტერმინის განმარტების არ არსებობა. "როდესაცუცხოელი ინვესტორები შემოდიან ქვეყანაში და ხშირად საჭიროებენ კონსულტაციას ამ მიმართულებით იქმნება გარკვეული პრობლემები, რადგან არ არსებობს ტერმინის მკაფიო და ცალსახაგანმარტება".

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას PwC Georgia, Ernst & Young, Kreston International, Crowe Horwath, Grant Thornton Akhvlediani აუდიტორული კომპანიებისწარმომადგენლები ესწრებოდნენ, საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლის მაია მელიქიძის განცხადებით აუდიტორულ კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge