png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

„ერისიონის“ კონცერტი შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის გზავნილით დასრულდა

  • პოლიტიკა
  • 14.08.2016
  • 12:25
„ერისიონის“ კონცერტი შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის გზავნილით დასრულდა

საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა - „ერისიონი” 13 ივნისს, საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ს სცენაზე გამართული გრანდიოზული შოუ-კონცერტი შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ გზავნილით დაასრულა. კონცერტის დასკვნით ნაწილზე „ერისიონის“ მოცეკვავეებმა ცეკვა „ხორუმი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის ფარგლებში დამზადებული მაისურებით შეასრულეს, რომლებზეც ლოგო - საგზაო ნიშნებით დაფარული გულია გამოსახული. ამ გზავნილით ანსამბლი „ერისიონი“ შსს-ს კამპანიას შეუერთდა და მოქალაქეებს, მათივე სიცოცხლისა და უსაფრთხოებისთვის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდა.
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შსს-ს მიერ დაწყებულ სოციალურ კამპანიას - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ყოველდღიურად სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, კომპანიები და რიგითი მოქალაქეები განსხვავებული და საინტერესო ინიციატივებით უერთდებიან. კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
როგორც იუწყებიან, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო - ილია თოფურია
  • 07:54
როგორც იუწყებიან, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო - ილია თოფურია
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ომის შესაჩერებლად ტერიტორია უნდა დავთმოთ... ამგვარად საუბარი შეუძლებელია - ზელენსკი
  • 07:53
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ომის შესაჩერებლად ტერიტორია უნდა დავთმოთ... ამგვარად საუბარი შეუძლებელია - ზელენსკი
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge