კონსტიტუციაში ევროატლანტიკური მისწრაფების დაფიქსირების ინიციატივა, ენმ-ს ჯერ კიდევ 2013 წელს ჰქონდა
- პოლიტიკა
- 15.08.2016
- 12:58
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ გიორგი ტუღუშის განცხადებით კონსტიტუციაში საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების დაფიქსირების ინიციატივა, ენმ-ს ჯერ კიდევ 2013 წელს ჰქონდა.
„საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ერთადერთი გზა ს ნატოსა და ევროკავშირის წევრობაზე გადის.
რაც შეეხება უსუფაშვილის ინიციატივას, რომ კონსტიტუციაში დაფიქსირდეს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება და ევროკავშირში გაერთიანება, ეს ინიციატივა ენმ-ს 2013 წელს ჰქონდა, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ და მასში შემავალმა რესპუბლიკურმა მოძრაობამ მაშინ მხარი ცალსახად არ დაუჭირა.
თუმცა, 8 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებს, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით ეს ინიციატივა, რომელიც კიდევ ერთხელ, ჩვენი ინიციატივა იყო 2013 წელს, განხორციელდეს და კონსტირუციაში ნამდვილად ჩაიწეროს“, განმარტავს ტუღუში.