png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ფრუიძე: ქვეყნის ნარკოპოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპებს

  • პოლიტიკა
  • 15.08.2016
  • 13:54
ფრუიძე: ქვეყნის ნარკოპოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპებს

,,ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“  წევრმა და ჯანდაცვის პროგრამის ავტორმა ნიკოლოზ (კოკა) ფრუიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის ნარკოპოლიტიკაზე და ამ მიმართულებით ,,თავისუფალი დემოკრატების“ ხედვაზე ისაუბრა.

,,თავისუფალი დემოკრატების“ ვთვლით, რომ სამტრედიაში მომხდარ ტრაგედიაში, რომელსაც 22 წლის ახალგაზრდა ადამიანი ემსხვერპლა პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ქვეყნის სამართალდამცველებს, ასევე სახელმწიფოს, რომელიც ბოლო ათწლეულებია ახორციელებს არასწორ ნარკოპოლიტიკას.

,,თავისუფალ დემოკრატებს“ მიგვაჩნია, რომ ქვეყნის ნარკოპოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის, თანასწორობის, ადამიანის უფლებების და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრინციპებს.

ამისათვის საჭიროა:

  • ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონმდებლობის რეფორმა:
  • ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარებისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმება (დეკრიმინალიზაცია);
  • ნარკოტიკების გამსაღებლების და გამავრცელებლების მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამკაცრება;
  • ერთჯერადი მოხმარების მინიმალური დოზის განსაზღვრა;
  • ნარკოტიკების მოხმარებისათვის და მცირე ოდენობის პირადი მოხმარებისთვის, შეძენა/ შენახვისათვის, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების დიფერენცირება (მაგ. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოხმარება, ავტოსატრნსპორტო საშუალებების არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა და სხვა).
  • ნარკოდამოკიდებულთა ხარისხიანი სამედიცინო და სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობა:
  • მკურნალობის, რეაბილიტაციის და ზიანის შემცირების პროგრამების ლეგალური ბაზის შემუშავება და რეგულაციების დახვეწა;
  • პროგრამების ფინასური მდგრადობის უზრუნველყოფა გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის პრინციპების გათვალისწინებით;
  • სარეაბილიტაციო (ამბულატორული, რეზიდენტური და ასევე კომუნის ტიპის) ცენტრების სისტემის დაფუძნების ხელშეწყობა;
  • სასჯელაღსრულების სისტემაში მკურნალობის და რეაბილიტაციის სისტემის ცვლილები თანამედროვე პრინციპების გათვალისწინებით.
  • ნარკოტიკების მოხმარების საკითხზე, მათი გამოყენებით გამოწვეულ ზიანზე და რისკებზე საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება’’, - განაცხადა კოკა ფრუიძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
როგორც იუწყებიან, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო - ილია თოფურია
  • 07:54
როგორც იუწყებიან, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო - ილია თოფურია
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ომის შესაჩერებლად ტერიტორია უნდა დავთმოთ... ამგვარად საუბარი შეუძლებელია - ზელენსკი
  • 07:53
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ომის შესაჩერებლად ტერიტორია უნდა დავთმოთ... ამგვარად საუბარი შეუძლებელია - ზელენსკი
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge