png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ნინო ბურჯანაძე: მოვუწოდებ ე.წ პროდასავლურ ძალებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია, რათა გაიგოს ხალხმა, ვინ ვინ არის

  • პოლიტიკა
  • 15.08.2016
  • 14:31
ნინო ბურჯანაძე: მოვუწოდებ ე.წ პროდასავლურ ძალებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია, რათა გაიგოს ხალხმა, ვინ ვინ არის

დღეს პარლამენტში „დემოკრატიული მოძრაობის“ინიციატივას განიხილავენ, რომელიც საქართველოს უბლოკო სტატუს შეეხება. სტატუსი გულისხმობს, იმას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა განლაგებული  არცერთი უცხო ქვეყნის ჯარი და ქვეყანა არ უნდა გაწევრიანდეს არცერთ სამხედრო ალიანსში.

„დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, პარტიის ინიციატივა ემსახურება ქვეყნის რეალურ სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას ემსახურება.

„საქართველოში, ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა, კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საქართველოს სწორედ უბლოკო სტატუსი სჭირდება. იმისათვის, რომ ქვეყანა არ იყოს არც ამერიკის შტატი, და არც რუსეთის გუბერნია. საქართველოს ხელისუფლებაში და პოლიტიკურ წრეებში არიან ისეთი პოლიტიკური ძალები, რომელთა ერთი ნაწილი საქართველოს ამერიკის შტატობას სთავაზობს, მეორე ნაწილი კი რუსეთის გუბერნიად გახდომას. ჩვენთვის ერთიც მიუღებელია და მეორეც“, -განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე მიმართავს პროდასავლურ ძალებს, იმ ძალებს, ვინც ეწინააღდმეგება უბლოკო სტატუსს, ჩაატარონ საჯარო დისკუსია, იმისთვის, რომ საზოგადოებამ გაიგოს „ვინ ვინ არის სინამდვილეში“.

„იმისთვის, რომ საზოგადოებამ ძალიან ნათლად გაარკვიოს, ვინ ვინ არის სინამდვილეში, ვინ რატომ აყენებს ამა თუ იმ ინიციატივას, ვის რა არგუმენტები აქვს, მე ვთავაზობ ახალ ინიციატივას ე.წ პროდასავლურ ძალებს, უფრო სწორად იმ ძალებს, ვინც ეწინააღმდეგებიან უბლოკო სტატუსის იდეას და რომლებიც ცდილობენ, ლამის მოღალატეების და მარგინალების იარლიყი მოგვაწებონ - ბატონებო, გთავაზობთ, თუ ამის გამბედაობა გეყოფათ და არ შეგეშინდებათ, ჩავატაროთ საჯარო დისკუსია, სადაც ყველანი თავს შევიკავებთ იარლიყების ერთმანეთისათვის მიკერებისაგან, სადაც მოვიყვანთ მხოლოდ სამართლებრივ და პოლიტიკურ არგუმენტებს ერთი ან მეორე იდეის სასარგებლოდ. თქვენ მოიყვანეთ პოლიტიკური და სამართლებრივი არგუმენტები, ოღონდ ის კი არა, 10 წლის წინ რომ იყო აქტუალური, არამედ დღეს რომ არის აქტუალური“’- აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე მოსახლეობას მოუწოდებეს ხელი მოაწერონ უბლოკო სტატუსის შესახებ ინიციატივას.

„როგორც კი პარლამენტი მიიღებს პროცედურულ გადაწყვეტილებას და გვქენება შესაბამისი დოკუმენტაცია, დავიწყებთ ხელმოწერას და ყველა, ვისაც უნდა საქართველოს მშვიდობა, სტაბილურობა, გამთლიანება, ქვეყნის კონფლიქტების მოგვარება და ეკონომიკის განვითარება, ამ ადამაინებს მოვუწოდებთ ჩაერთონ ხელმოწერების პროცესში და მოაწერონ ხელი უბლოკო სტატუსის შესახებ ინიციატივას“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
როგორც იუწყებიან, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო - ილია თოფურია
  • 07:54
როგორც იუწყებიან, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო - ილია თოფურია
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ომის შესაჩერებლად ტერიტორია უნდა დავთმოთ... ამგვარად საუბარი შეუძლებელია - ზელენსკი
  • 07:53
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ომის შესაჩერებლად ტერიტორია უნდა დავთმოთ... ამგვარად საუბარი შეუძლებელია - ზელენსკი
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge