png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სამგორის მე-12 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მარიამ ჯაშმა ამომრჩევლებთან შეხვედრები დაიწყო

  • პოლიტიკა
  • 21.08.2016
  • 15:56
სამგორის მე-12 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა  მარიამ ჯაშმა ამომრჩევლებთან შეხვედრები დაიწყო

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის მე-12 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა  მარიამ ჯაშმა ამომრჩევლებთან შეხვედრები დაიწყო.

 მარიამ ჯაში ელექტორატს პარტიის კიდევ ერთმა მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი მოსიძემ წარუდგინა.

„დღე ჩვენ წარვადგინეთ ჩემი მეზობელი საარჩევნო ოლქის, სამგორის მე-12 საარჩევნო ოლქის კანდიდატი მარიამ ჯაში  - ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი საქართველოსთვის, რომელსაც ძალიან ბევრი საქმე აქვს გაკეთებული, როგორც საერთაშორისო სარბიელზე, ისე საქართველოსთვის. დარწმუნებული ვარ, მარიამ ჯაში იქნება ბრწყინვალე პარლამენტარი და მომავალში მისი მოღვაწეობა დაეტყობა ჩვენს ქვეყანას“,-აღნიშნა გიორგი მოსიძემ.

 როგორც სიტყვით გამოსვლისას მარიამ ჯაშმა განაცხადა, მისი მიზანია,  მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნების პროცესში ახალი მოდელი შექმნას.

„ჩემი დიალოგი მოსახლეობასთან ორ რაუნდად წარიმართება. პირველ 20 დღეს მე დავუთმობ აბსოლუტურად ყველა ეზოში, ყველა ოჯახთან შეხვედრას, რომ რეალისტურად შევაჯამოთ ის საკითხები, რაც არის მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. მეორე რაუნდში უკვე კონკრეტულ გეგმას შევიმუშავებ ჩემს მოსახლეობასთან, ჩემს გუნდთან ერთად, მოვამზადებ სამოქმედო გეგმას, თუ ეტაპობრივად როგორ შეიძლება ყველა პრობლემის გადაჭრა“,-აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

შეხვედრებზე კანდიდატი ასევე გეგმავს „ქართული ოცნების“ მიერ მიღწეული უმნიშვნელოვანესი შედეგების შეჯამებას-  უშუალოდ მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით საქართველოში უკვე განხორციელებული წარმატებული პროგრამების (საყოველთაო ჯანდაცვის, C ჰეპატიტის, სოლიდარობის ფონდის, გლობალური ფონდის პროგრამების) გამოცდილების გაზიარებას.

 „ბედნიერი ვარ, რომ „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად,  ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ შექმნილი ისტორიული პროგრამების უშუალო მონაწილე ვარ. თავდაპირველად ბევრისთვის წარმოუდგენელმა ამ პროგრამებმა - საყოველთაო ჯანდაცვამ, C ჰეპატიტის მკურნალობამ და სოლიდარობის ფონდმა - ჩვენ უკვე 10 000-ით ადამიანის სიცოცხლე გადაგვარჩენინა. გპირდებით, რომ სამგორის რაიონში დღემდე გადაუჭრელი სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების გზებსაც ჩემს გუნდთან ერთად ვიპოვი“, - აღნიშნა  მარიამ ჯაშმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
როგორც იუწყებიან, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო - ილია თოფურია
  • 07:54
როგორც იუწყებიან, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო - ილია თოფურია
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ომის შესაჩერებლად ტერიტორია უნდა დავთმოთ... ამგვარად საუბარი შეუძლებელია - ზელენსკი
  • 07:53
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ომის შესაჩერებლად ტერიტორია უნდა დავთმოთ... ამგვარად საუბარი შეუძლებელია - ზელენსკი
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge