primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

პრემიერ-მინისტრმა თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

  • პოლიტიკა
  • 21.08.2016
  • 16:17
პრემიერ-მინისტრმა თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევთ თეთრიწყაროს ტურისტული პოტენციალის განვითარებას და სპეციალურად თეთრიწყაროსთვის, ტურიზმის განვითარების ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა შეიქმნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თეთრიწყაროს მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოდერძი ჩანქსელიანი წარადგინა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რაიონს ტურიზმის მიმართულებით უდიდესი პოტენციალი აქვს და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ თეთრიწყარო კიდევ უფრო გალამაზდეს და საქართველოში ერთ-ერთი უმთავრესი, ყველაზე საინტერესო ტურისტული მიმართულება გახდეს. პრემიერმა, სიტყვით გამოსვლისას, გასული პერიოდის განმავლობაში გახორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2011 წელს მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება საქართველოს პოლიტიკურ სინამდვილეში - ბიძინა ივანიშვილმა გადადგა მოქალაქეობრივი, იმ დროისთვის გმირული ნაბიჯი და ქართველ ხალხთან ერთად მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა.

 „თქვენ შეგიძლიათ შეადაროთ დღევანდელი წინასაარჩევნო კამპანია იმას, რაც ხდებოდა ოთხი წლის წინ საქართველოში. განსხვავდება, როგორც ცა და მიწა. შეგიძლიათ, შეადაროთ დღევანდელი მედიასივრცე, სატელევიზიო ახალი ამბები, რომლებიც გადმოსცემდნენ ერთსა და იმავეს, დღეს სრულიად განსხვავებული სურათია. ხშირად ისმის კრიტიკა, შეიძლება ხანდახან გულიც გვეტკინოს არაობიექტური კრიტიკის გამო, მაგრამ ეს არის ის გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ. ეს არის დემოკრატიული განვითარების გზა, რომელიც ქართველმა ხალხმა დაიმსახურა იმ ბრძოლოს შედეგად, რომელიც წლების განმავლობაში გასწია. ეს არის ის სახელმწიფო, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, რომელიც აღარ გადადის ჩვენი მოქალაქეების ზურგებზე, ჩვენ, მათი უფლებების დარღვევით არ მივდივართ წინ. ვაშენებთ ახალ ქვეყანას, რომელიც იქნება თანამედროვე ევროპული ტიპის სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საუკეთესო ეროვნულ ქართულ ტრადიციებს და რომელსაც ჩვენი ხალხი იმსახურებს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობაზე. მისი თქმით, 3 მილიარდი ლარი იხარჯება ჯანდაცვასა და სოციალურ მიმართულებაზე, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის თითქმის 35%-ია, ხოლო სოფლის მეურნეობას უპრეცენდენტოდ მაღალი ყურადღება ეთმობა. პრემიერ-მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა დამწყები ბიზნესის დაფინანსების ხელშემწყობი მექანიზმის შექმნაზე და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი, მთლიანობაში, ქვეყნის თვისობრივად შეცვლის საშუალებას იძლევა. „მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ის პოლიტიკური ძალა ვართ, რომელშიც ყველაზე მეტად არის შერწყმული გამოცდილება, კომპეტენცია, თანამედროვე და ამავე დროს, საუკეთესო ეროვნული ფასეულობები. ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ გააჩნია დისტანცია საკუთარ მოსახლეობასთან, რომლისთვისაც უცხო არ არის არაფერი ადამიანური. გაჭირვება ჩვენ პიროვნულად გამოგვიცდია და გაგვივლია. ჩვენ თქვენი ცხოვრებით გვიცხოვრია და ვცხოვრობთ დღესაც. სწორედ ამიტომ, სიამაყით მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს ამბიცია, გააერთიანოს მთელი საქართველოს საზოგადოება, დაასრულოს გათითოკაცებული საქართველო და ავაშენოთ ერთიანი, გალამაზებული, გაფერადებული, ამუშავებული, დაქოქილი და აგუგუნებული ქვეყანა. გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ საქართველოს“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა თეთრიწყაროს მოსახლეობას.

 თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოდერძი ჩანქსელიანმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ- მინისტრსა და „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

 „ჩემს გაკეთებულ საქმეებზე მეტყველებს ჩემი წარსული. მე მოვდივარ ბიზნესიდან, თუმცა ბიზნესამდე არაერთ თანამდებობაზე ვმუშაობდი ძალოვან სტრუქტურაში. ასევე ვმუშაობდი ქვემო ქართლში სამხარეო პოლიციის უფროსის თანამდებობაზე. ამით იმის თქმა მინდა, რომ კარგად ვიცი თქვენი გასაჭირი და პრობლემები. იმედი მაქვს, რომ ერთად შევძლებთ თეთრიწყარო ვაქციოთ ერთ-ერთ წარმატებულ რეგიონად საქართველოში. საქმეში დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით. დიდი მადლობა, რომ დღეს ვხედავ ასეთ ხალხმრავალ შეკრებას. მე დავიბადე და გავიზარდე აფხაზეთში, ვიზრდებოდი ქართველების, სომხების აზერბაიჯანელების, ბერძნების, უკრაინელებისა და რუსების გვერდით. როგორც იცით, ჩვენს რაიონში სხვადასხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობს. არ გამიჭირდება მათთან საერთო ენის გამონახვა. ნებისმიერ პრობლემას ერთობლივად გადავწყვეტთ. ხვალიდან ჩვენ დავიწყებთ მუშა შეხვედრებს ყველა საარჩევნო უბანში და ვისაუბრებთ თეთრიწყაროსა და გარდაბნის საჭირბოროტო საკითხებზე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ნდობისა და მობრძანებისათვის“,-აღნიშნა გოდერძი ჩანქსელიანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge