png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

„ქართულ ოცნებას" ხობში ირაკლი ბერაია წარმოადგენს

  • პოლიტიკა
  • 21.08.2016
  • 22:15
„ქართულ ოცნებას" ხობში ირაკლი ბერაია წარმოადგენს

„ქართულ ოცნებას" ხობში ირაკლი ბერაია წარმოადგენს, - მაჟორიტარი დეპუტატობის ახალი კანდიდატი დღეს, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა. ირაკლი ბერაია პროფესიით ეკონომისტი და ფინანსისტია და მას კომერციულ საბანკო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

 გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ირაკლი ბერაია, რომელმაც ბანკ „ქართუში“ მუშაობა რიგით თანამშრომლად დაიწყო, დღეს ცენტრალური ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორია. პრემიერის შეფასებით, იგი ბანკში ძალიან გამოკვეთილი ლიდერია. "დარწმუნებული ვარ, ის თვისებები, რომელიც მას გააჩნია, აუცილებლად გამოსადეგი იქნება ხობის რაიონის მაჟორიტარი კანდიდატის პოზიციიდანაც, ვინაიდან, დარწმუნებული ვარ, იგი არც ერთი ხობელის პრობლემას ყურადღების გარეშე არ დატოვებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და კანდიდატს წარმატება უსურვა.

 პრემიერმა, ხუმრობით ასევე აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს სენაკსა და ხობში ჰყავს მაჟორიტარობის ორი კანდიდატი და ორივე მათგანის სახელია ირაკლი ბერაია.

 "ალბათ, ესეც ძალიან საინტერესო ფაქტორია. მინდა, წარმატება ვუსურვო ირაკლის. დარწმუნებული ვარ, იგი იქნება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი თვალსაჩინო წევრი მომავალ პარლამენტში“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. ძალიან მაღალი სტანდარტის კიდევ ერთი დადასტურება - ასე შეაფასა პრემიერმა გოდერძი ბუკიას გადაწყვეტილება, ხობის რიონის მაჟორიტარი დეპუტატობიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნისა და კარიერის ბიზნესში გაგრძელების შესახებ.

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, გოდერძი ბუკიას ძალიან საინტერესო გეგმები აქვს რამდენიმე საინვესტიციო პროექტის მიმართულებით, რომელთაგან რამდენიმე საპარტნიორო ფონდში განიხილება.

 "ამას რომ არ მოჰყვეს საუბარი, თითქოს უმრავლესობის დეპუტატი საპარტნიორო ფონდის რესურსებს იყენებს, გოდერძი ბუკიამ თავად მიიღო გადაწყვეტილება, თავი შეიკავოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრობისგან. ბატონი გოდერძი რჩება „ქართული ოცნების“ აქტიურ მხარდამჭერად და ჩვენი გუნდის წევრად. რა თქმა უნდა, ის საინტერესო პროექტები, რომლებიც მას გააჩნია, მათ შორის ხობის რაიონშიც, მთავრობის მხრიდან მხარდაჭერილი იქნება“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 მმართველ გუნდს, ნდობისთვის მადლობა გადაუხადა ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა. ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ნდობის გასამართლებლად ძალისხმევას არ დაიშურებს.

 "ჩემი მთავარი მიზანია კომუნიკაცია თითოეულ ხობელთან, თითოეულ ოჯახთან, რათა ჩვენს გუნდთან ერთად, მივიტანოთ მათი პრობლემები პარლამეტში“,-განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
როგორც იუწყებიან, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო - ილია თოფურია
  • 07:54
როგორც იუწყებიან, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო - ილია თოფურია
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ომის შესაჩერებლად ტერიტორია უნდა დავთმოთ... ამგვარად საუბარი შეუძლებელია - ზელენსკი
  • 07:53
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ომის შესაჩერებლად ტერიტორია უნდა დავთმოთ... ამგვარად საუბარი შეუძლებელია - ზელენსკი
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge